OVESU
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Tiziana Terenzi-ს O’Vesù, ესაა ვეზუვის ლავისა და კვამლისგან გამოძერწილი სურნელოვანი შედევრი
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს ახალი კოლექცია — Vulcani, პირველყოფილ ქმნილებას წარმოგვიდგენს, რომელიც ურყევი ვეზუვის არსს მოიცავს: არომატი O’Vesù, არა მხოლოდ, ესენცია, არამედ — მოგზაურობაცაა; განთქმული იტალიური ვულკანის იდუმალი და დიდებული სულისკვეთების ამსახველი თხევადი ეპოსი.
სუნამოს შემქმნელების — პაოლო და ტიციანა ტერენცების ოსტატობა იმ მომენტში ვლინდება, როდესაც მისი არომატი, კანთან ურთიერთქმედებისას ვითარდება და დროდადრო, თბილ, ყოვლისმომცველ ჩახუტებად იქცევა; ზოგჯერ კი — კლდოვან ფერდობებზე მონაბერი ადრეული დილის გრილ ნიავად.
O’Vesù — ესაა სურნელოვანი ქმნილება, რომელიც მზისგან გადამწვარ და ისტორიით მდიდარ მიწას აღბეჭდავს; მათთვის, ვისაც ყოფნით სიმამაცე, ცეცხლს მიუახლოვდნენ და არ დაიწვან; ვისაც სურთ, იმ ძლევამოსილი, მუდმივმოქმედი ვულკანური მიწის ძლიერი ექო ატარონ…
არომატის ფლაკონის დიზაინიც, ვეზუვის მშვენიერებას მიაგებს ოდას: ყოველი შტრიხი, ვულკანის მეფურობისა და დიდებულების ასოციაციებს აღძრავს, თავსახურის ტექსტურა კი ვულკანური ფერფლის სიმყარესა და სიბნელეს აღბეჭდავს. ეს ფლაკონი, მასში დაცული ძვირფასი სურნელის მსგავსად, ხელოვნების საკოლექციო ნიმუშია!
O’Vesù ციტრუსოვანი ნოტებით იშლება: ნაპოლის გრეიფრუტი ენერგიული სიმჟავით ანათებს; პარალელურად, პერუს ვარდისფერი წიწაკის ნოტები, პიკანტური, მსუბუქად ტკბილი შტრიხებით ცეკვავენ; ამალფის რევანდი კი კომპოზიციას უჩვეულო, თითქმის კრისტალურ, მჟავე სიგრილეს მატებს და ყნოსვით შეგრძნებებს გემრიელი პრელუდიით აღაფრთოვანებს.
დამატყვევებელი გამხსნელი ნოტები ძვირფას, ტკბილ გულში მყარდება: ინდური სამბაკის ჟასმინის ფურცლები მდიდრული ყვავილოვანი სიტკბოთი იშლება და ყოვლისმომცველ, მაცდურ სურნელოვან ბაფთას ქსოვს. იტალიური ტყავი მდიდრულ, მიწისებრ ტექსტურას წარმოგვიდგენს და ოსტატობისა და ტრადიციების ასოციაციებს აღძრავს; ამბრი კი მთლიან კომპოზიციას, იდუმალი, ღრმა სითბოთი აძლიერებს.
სურნელის განვითარების საბოლოო ეტაპზე, პირველყოფილი ძლევამოსილებით განმსჭვალული ვეზუვის ლავის ქვა, ველური, ვულკანური წარმოშობის ცეცხლოვანი ხასიათის შესახებ შეგვახსენებს — O’Vesù-ს ძალა, უკიდურესად სტრუქტურირებულ ბაზაზე განისვენებს:
ჰაიტის ვეტივერის კვამლისებრ-მიწიერი ხასიათი მეფურად ერწყმის ავსტრალიურ სანდალის ხეს, რომლის კრემოვან-მერქნოვანი ასპექტიც, კომფორტის ხანგრძლივ შეგრძნებას მოგანიჭებთ. ლიბანური კედარი, კომპოზიციაში, ძლიერი, რეზონანსული ექოთი ჟღერს; კამპანიური არყისხე კი — სუფთა, მერქნოვანი სიგრილით. სხვადასხვა სახეობის მუშკის მგრძნობიარე ნოტები, არომატის სურნელს, მისტერიისა და ცდუნების ნისლების ვუალით მოსავს და ჰაერში მდგრად, დაუვიწყარ ნაკვალევს — იდუმალი, ყოვლისმომცველი არსის მტკიცებულებას ტოვებს.
Tiziana Terenzi-ს O’Vesù, ესაა ვეზუვის ლავისა და კვამლისგან გამოძერწილი სურნელოვანი შედევრი; ნაზავი, რომლის ყოველი მიპკურებაც, განთიადის ნიავით გაგრილებული, მზისგან გადამწვარი მიწის სურნელს აფრქვევს; ჯადოს ტოლფასი ცეცხლოვანი ჩახუტება, რომელიც შიშველ კანზე მოლამუნე ქარის ამბორად იქცევა; ვულკანის დაუძლეველი მეფურობისადმი მიძღვნილი თხევადი ოდა — ფლაკონში, რომელიც მისსავე მარადიულ დიდებულებას აღბეჭდავს.
გამხსნელი ნოტები:
ნეაპოლიტანური გრეიფრუტი, პერუს ვარდისფერი წიწაკა, ამალფის რევანდი
გულის ნოტები:
ინდური ჟასმინის ფურცლები, იტალიური ტყავი, ამბრი და ვეზუვის ლავის ქვის ნოტები
საბაზისო ნოტები:
ჰაიტის ვეტივერი, ავსტრალიური სანდალის ხე, ლიბანური კედარის ხე, კამპანიის არყისხე და მუშკის მგრძნობიარე ნოტები
Ingredients/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Hexyl Cinnamal, Limonene, Linalool, Farnesol, Citral, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Amylcinnamyl Alcohol
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.