მთავარიშოპისუნამო

IDNA

IDNA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Idnà, ვულკანის გულის რიტმში ფეთქავს და დედამიწის სიღრმეებიდან ამოფრქვეული ლავის სითბოს არსით მოგიცავთ.

მოცულობა:

Not Chosen

1,320.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილება Idnà, ვულკანის გულის რიტმში ფეთქავს და დედამიწის სიღრმეებიდან ამოფრქვეული ლავის სითბოს არსით მოგიცავთ. მისი იდუმალი აურა და არომატული ძალა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადახლართული ცეცხლის ალების ამაღლებული ცეკვის ასოციაციებს აღძრავს.

ვულკან ეტნას დიდებული, მოუთვინიერებელი ბუნების შთაგონებით შექმნილი სუნამო, ქვეცნობიერში ყველაზე ღრმად ჩამარხულ ემოციებს გამოაღვიძებს და უკლებლივ ყველას, ხელახალი დაბადებისა და პირველსაწყისის მარადიულ ზეიმში ამოგზაურებს — იქ, სადაც მიწა ცეცხლს ერწყმის.

Idnà-ს ყოველი წვეთი, შემოქმედებითი დესტრუქციის დაუჯერებელი სილამაზის აღმოჩენისკენ გიბიძგებთ და სიცოცხლისა და მუდმივი რეგენერაციის აღმნიშვნელი ანტიკური რიტუალების შესახებ შეგახსენებთ.

Idnà, არა მხოლოდ სუნამო, არამედ, ირეალური სამყაროსკენ მიმავალი საიდუმლო დერეფანია, სადაც სხვადასხვა ფიზიკური ელემენტი ერთმანეთს ცეცხლოვან ჩახუტებაში ერწყმის, სული კი, ღვთაებრივ და მიწიერ ასპექტებს შორის, უკვდავ წარსულსა და დაპირებებით აღსავსე აწმყოში ლივლივებს… იქ, ანტიკური ძალების გამოძახილებში, ვნების ჭეშმარიტი არსი იმალება, დროსთან ერთად, ბუნების უხილავ ხელებს, ვულკანური ლავის კლდესავით რომ გამოუძერწავთ.

ესენციის არომატი ინდური ილის პიკანტური წარმდგენი ნოტებით იშლება, რომელთაც სიცილიური მთების ლანდშაფტების ასოციაციების აღმძვრელი სურნელები — კატანიური ფიჭვის სიგრილე და ფიჭვის ფისის ტკბილი წვეთები მოჰყვება. ეტნას გვირილა, კომპოზიციას, მცენარეული სიმშვიდის შტრიხებს მატებს და ყნოსვით შეგრძნებებს არომატის გულის გაშლისთვის ამზადებს.

დამატყვევებელი გამხსნელი ნოტები, ჰიპნოზური ძალის მქონე, მდიდრული, მიმზიდველი გულის თავზე გროვდება: სიცილიური ჟასმინი გარდას ტბის ლავანდისა და სიცილიური ტყის ცოცხას ყვავილოვან თაიგულს ეხმიანება, იტალიური არტემიზია კი მსუბუქად ცხარე, კომპლექსურ აურას ასხივებს.

მთლიან სურნელოვან ქმნილებას, სარჩულად, დახვეწილი მერქნების მყარი საფუძვლები ეგება. მათ შორის, ავსტრალიური სანდალის ხის ნოტები იდეალურად ერწყმის ეტნას ლეღვის რძეს და კომპოზიციას დახვეწილ, გამომწვევ სიტკბოს მატებს; მადაგასკარული ვანილი და ბრაზილიური ტონკას მარცვლები კი — ტკბილი, ყოვლისმომცველი შტრიხებით აგვირგვინებს და გამყოლ, მაცდურ სურნელოვან ნაკვალევს ანიჭებს.

Idnà — ესაა სუნამო, რომელიც დედამიწის სიღრმეებში მფეთქავ სითბოს გამოაღვიძებს და ეტნას იდუმალებას აღბეჭდავს; ყველაზე კომპლექსური სულის მქონე ინდივიდებს კი, სიცოცხლისა და მარადიული განახლების ზეიმის კვალდაკვალ, წარსულსა და აწმყოს შორის, ღვთაებრივ და მიწიერ სამყაროებს შორის განფენილ განზომილებაში ამოგზაურებს.

გამხსნელი ნოტები:

ინდური ილი, კატანიური ფიჭვი, ეტნას გვირილა და თეთრი მარწყვი

გულის ნოტები:

სიცილიური ტყის ცოცხა, იტალიური არტემიზია, გარდას ტბის ლავანდა, სიცილიური ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

ავსტრალიური სანდალის ხე, ეტნას ლეღვის რძე, მადაგასკარული ვანილი, ბრაზილიური ტონკას მარცვლები

Ingredients/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Coumarin, Linalool, Limonene, Eugenol, Benzyl Alcohol, Benzyl Salicylate, Farnesol, Cinnamyl Alcohol, Citral, Benzyl Benzoate, Geraniol, Benzyl Cinnamate, Hydroxycitronellal

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.