მთავარიშოპისახის მოვლა

Extra-Firming Night Cream All Skin Types

Extra-Firming Night Cream All Skin Types

Clarins-ის კვლევითი ცენტრი წარმოგიდგენთ კანის გამამკვრივებელ საშუალებას, რომელიც, მძლავრი აქტიური ინგრედიენტების შემცველობით, კოლაგენის რეზერვებს*, სულ რაღაც, 7-დღიანი უწყვეტი გამოყენების პირობებში ავსებს.

მოცულობა:

Not Chosen

335.00 ₾
აღწერა

გაიცანით ახალი თაობის გამამკვრივებელი ღამის კრემი: Extra-Firming Night Cream-ის ექსკლუზიური ტექნოლოგია*** [COLLAGEN]³ TECHNOLOGY, 3 აქტიური ინგრედიენტის — კოლაგენის პოლიპეპტიდისა და პეკანის (კაკლისებრთა ოჯახის ხე) და ცხრატყავას ექსტრაქტების გამოყენებით, კოლაგენის გამომუშავებას ასტიმულირებს. კრემის ფორმულაში შემავალი გამაახალგაზრდავებელი მოლეკულა — ნიაცინამიდი, კანის ტექსტურას აუმჯობესებს და ბრწყინვალებას აძლიერებს; ავოკადოს მილიონზე მეტი პეპტიდი კი****, კანს, სულ რაღაც, 1 ღამეში აღადგენს: მომდევნო დილას, დასვენებული და განახლებული კომპლექციით გაიღვიძებთ.

Extra-Firming Night Cream-ის გამოყენების შედეგად, კანის შესამჩნევი სიმკვრივე და ლიფტინგის ეფექტი აღინიშნება; ნაოჭები უფერულდება, ყვრიმალები — ივსება, სახის კონტურები კი — მეტად გამოძერწილ ფორმებს იძენს.

Clarins-ის ლაბორატორიებში, Extra-Firming Night Cream-ზე მუშაობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქტის სტრუქტურას: ინგრედიენტთა უნიკალური კომბინაციით, კრემი, კანის ზედაპირს, სასიამოვნო შეგრძნებით ეფინება; არც ცხიმოვან ნარჩენებს ტოვებს.

Clarins-ის Extra-Firming-ის ხაზის საშუალებები, ახლა, უკვე, მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვითაა წარმოდგენილი.

*მონაცემი ეყრდნობა ფოტოდაბერებულ ექსპლანტებზე (ცოცხალი მცენარიდან მოცილებული უჯრედი) წარმოებული Ex Vivo კვლევის (ცოცხალი ორგანიზმის უჯრედზე წარმოებული კვლევა) შედეგებს, რომლის ფარგლებშიც, მაღალი ხარისხის, კარგად სტრუქტურირებული კოლაგენის შემცველობა გაზომეს.

**მონაცემი ეყრდნობა 107 ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს.

***იგულისხმება Clarins-ის ექსკლუზიური ტექნოლოგია.

****იგულისხმება 50-მლ-იანი ქილით წარმოდგენილი პროდუქტის შემცველობაში არსებული ავოკადოს პეპტიდების რაოდენობა

წაისვით კრემი სუფთა კანზე, ბრწყინვალების გასაძლიერებლად; თითების ფაქიზი ზეწოლით.

AQUA/WATER/EAU. DICAPRYLYL CARBONATE. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. GLYCERIN. CETEARYL ALCOHOL. HYDROGENATED COCO-GLYCERIDES. NIACINAMIDE. 1,2-HEXANEDIOL. GLYCERYL STEARATE. PEG-100 STEARATE. ARGANIA SPINOSA KERNEL OIL. HYDROXYETHYL ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER. CETEARYL GLUCOSIDE. CELLULOSE. HYDROXYACETOPHENONE. PARFUM/FRAGRANCE. BUTYLENE GLYCOL. AVENA SATIVA (OAT) KERNEL EXTRACT. DISODIUM EDTA. ETHYLHEXYLGLYCERIN. TOCOPHERYL ACETATE. PENTYLENE GLYCOL. ALOE BARBADENSIS LEAF JUICE POWDER. PROPANEDIOL. MALTODEXTRIN. POLYSORBATE 60. SORBITAN ISOSTEARATE. PERSEA GRATISSIMA (AVOCADO) FRUIT EXTRACT. BETAINE. SORBITOL. MARRUBIUM VULGARE EXTRACT. ORTHOSIPHON STAMINEUS EXTRACT. XANTHAN GUM. SODIUM BENZOATE. BALANITES ROXBURGHII SEED OIL. MITRACARPUS SCABER EXTRACT. PHENETHYL ALCOHOL. TOCOPHEROL. CARYA ILLINOINENSIS (PECAN) SHELL EXTRACT. FURCELLARIA LUMBRICALIS EXTRACT. LAPSANA COMMUNIS FLOWER/LEAF/STEM EXTRACT. MARIS SAL/SEA SALT/SEL MARIN. ARGININE/LYSINE POLYPEPTIDE. [V4462A]

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.