BORELLI
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
კომეტის მსგავსი სუნამო — Borelli, ცდუნების ძალასა და მარადიულ ელეგანტურობას მოგანიჭებთ.
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს კომეტის მსგავსი სუნამო — Borelli, ცდუნების ძალასა და მარადიულ ელეგანტურობას მოგანიჭებთ.
…
ჯადოსნური ვარსკვლავური ცეცხლით გაღვივებული ზეციური ემოციების აღმოსაჩენად, ტიციანა და პაოლოს გალაქტიკათაშორისი მოგზაურობა გრძელდება. ვარსკვლავებიც ხომ ცის კამარაზე მოციმციმე მანათობელი ცეცხლია, ჩვენი ღამეები რომ გააბრწყინოს.
კომეტები კი ლეგენდარული ხიბლით დაიკვეხნიან, რადგან განსაკუთრებული სიკაშკაშით, კაცობრიობისთვის სიხარული, იმედი და იღბალი მოაქვთ — კონკრეტულად კი მათთვის, ვისაც თვალები აქვთ ახილული და შესწევთ ძალა, კომეტების ბრწყინვალება შეიგრძნონ.
ეს საოცარი სურნელოვანი ქმნილება ბორელის განთქმული კომეტითაა შთაგონებული — ძირითადად, ყინულისა და ვარსკვლავური მტვრისგან წარმოქმნილი ციური სხეულით, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში ელიპსის ფორმის ტრაექტორიაზე გადაადგილდება. სხვა კომეტებისგან უკიდურესად მანათობელი კუდი გამოარჩევს, რომელიც, მზესა და მის მეანდრირებებთან მიახლოებისას, მეტად ინტენსიური და ირიდესცენტური ხდება. მის სახასიათო სილამაზეს, ასევე, ასიმეტრიული ფორმაც განსაზღვრავს. ბორელის კომეტა დედამიწას პერიოდულად, დროის სხვადასხვა ინტერვალებით ჩაუვლის, იუპიტერის გრავიტაციული ძალის მიხედვით, რაც, მის მოგზაურობას იდუმალების დამატებით ასპექტს ანიჭებს. ბორელის კომეტის შემდგომი გამოჩენის პროგნოზირება რთულია, თუმცა Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ქმნილების — Borelli-ს დამსახურებით, მისი ჯადოსნური გავლენა დღესაც შეგვიძლია, შევიგრძნოთ!
კომეტები უამრავი ლეგენდის წყაროა, არაორდინალურ მოვლენებთან ასოცირდება და კაცობრიობისთვის დამაიმედებელი ცვლილებების მომტანად მიიჩნევა; სწორედ ამ ჯადოსნურ ძალას ასხივებს არომატი — Borelli და მომხმარებლების დადებით ენერგიასა და დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მომხიბლავობას გამოკვეთს.
არომატის სურნელი ელეგანტური, დამაჯერებელი ყვავილოვანი თაიგულით იშლება, რომელსაც ციტრუსები აძლიერებს: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის და სიცილიური მანდარინის ნოტები სრულქმნილია ბუნებრივი ციტრუსოვანი ალდეჰიდების (ალდეჰიდები: მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული მეტალის, თბილი, თეთრეულის და სამრეცხაოს ასოციაციის გრილი აკორდებით. ხშირად უხამებენ ყვავილოვან ნოტებს, რათა თითოეული ნიუანსი არომატულ კომპოზიციაში მეტად ღრმად, სრულად გამოავლინონ) მაცდური ძალებით უხვად გამდიდრებული ინდური ფრანჟიპანის (იგივე პლუმერია/ლილივანდი) ტროპიკული ვიბრაციებით.
კომპოზიციის გულუხვი გამხსნელი ნოტები თანასწორად მდიდრულ და მაცდურ გულში განისვენებენ, სადაც ჰიპნოზური მექსიკური ტუბეროზა იტალიური იის და ხეობის შროშანის გამძლეობით გამდიდრებულ ბულგარული ვარდისა და ილანგ ილანგის ემოციურ კომბინაციას იხუტებს.
ამ ჯადოსნური ნაზავის მაცდურ ბაზას, ფესვები აქვს გადგმული გრაციოზული, ძვირფასი მერქნების სურნელში — მყისიერად აღმოცენდება ტოსკანური არყის ხის და აფრიკული აბანოზის (იგივე ეკალმუხა/შავი ხე) ნოტები, რომელთაც მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) მდუმარე არომატი აძლიერებს, ავსტრალიური სანდალის ხისა (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და მადაგასკარული ვანილის რევერბერაციებთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს კომეტის მსგავსი სუნამო — Borelli, ცდუნების ძალასა და მარადიულ ელეგანტურობას მოგანიჭებთ.
გამხსნელი ნოტები:
რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, ინდური ფრანჟიპანი, სიცილიური მანდარინი, ბუნებრივი ალდეჰიდები (მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული მეტალის, თბილი, თეთრეულის და სამრეცხაოს ასოციაციის გრილი აკორდებით. ხშირად უხამებენ ყვავილოვან ნოტებს, რათა თითოეული ნიუანსი არომატულ კომპოზიციაში მეტად ღრმად, სრულად გამოავლინონ)
გულის ნოტები:
მექსიკური ტუბეროზა, ბულგარული ვარდი, ილანგ ილანგი, იტალიური ია, იტალიური ხეობის შროშანი
საბაზისო ნოტები:
ტოსკანური არყისხე, აფრიკული აბანოზი (იგივე ეკალმუხა/შავი ხე), მუშკი, ავსტრალიური სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), მადაგასკარული ვანილი
Alcohol Denat, Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Salicylate, Hydroxycitronellal, Citral, Limonene, Farnesol, Benzyl Benzoate, Citronellol, Amyl Cinnamal, Geraniol, Linalool
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.