მთავარიშოპიდეკორატიული კოსმეტიკა

Ever Bronze Compact Powder

Ever Bronze Compact Powder

პუდრების საკულტო დუეტი, კანისთვის თბილი ელფერის მისანიჭებლად და რუჯის გასაძლიერებლად. for Combination, Dry, Normal, Oily

ფერი:

Not Chosen

153.00 ₾
აღწერა

CLARINS-ის პუდრების დუეტი — Ever Bronze თქვენს კანს გარუჯულ, ოქროსფერ ელფერს და დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიმზიდველობას მიანიჭებს!
მისი ულტრა-თხელი სტრუქტურა კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და ლამაზი, ქარვისებრი ბრწყინვალებით ანათებს; ამავდროულად, მსუბუქი, დახვეწილი დაფარვის დამსახურებით, შეუმჩნეველი რჩება!
Ever Bronze-ის ბუნებრივი ელფერი ერთგვაროვანი, ბრინჯაოსფერი, თბილი კომპლექციის გარანტიაა.

ორგანული ქოქოსის ზეთის დამსახურებით, პროდუქტი კანს ჰარმონიულად, გამოშრობის გარეშე ერწყმის და კომფორტის შეგრძნებას ანიჭებს; უვლის, არბილებს და დამამშვიდებლად ეკვრის გარს; ამავდროულად, მცენარეული მიკროპაჩების (იგივე მიკროპლასტირი) მოქმედებით, გაუწყვლოვანებისგან იცავს.

კომპაქტური პუდრი, ასევე, რუჯის ეფექტის გასაძლიერებლად, ალისარჩულითაა (ალისარჩული: რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახების გვარი. იზრდება კანარის კუნძულებიდან შუა აზიისა და დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიებამდე, მათ შორის, საქართველოშიც) გამდიდრებული.

Ever Bronze 3 განსხვავებული ფერთა გამით — ღია, საშუალო და მუქი შეფერილობითაა წარმოდგენილი, რათა კანის ყველა ტიპის საჭიროებებს მოერგოს.

Illuminates the skin with a natural glow. Allows the skin to breathe and protects it against dehydration. Skin is soft and comfortable.

TALC. DIMETHICONE. ZINC STEARATE. DIISOSTEARYL MALATE. OCTYLDODECYL STEAROYL STEARATE. AQUA/WATER/EAU. CAPRYLYL GLYCOL. COCOS NUCIFERA (COCONUT) OIL. PENTYLENE GLYCOL. HDI/TRIMETHYLOL HEXYLLACTONE CROSSPOLYMER. PHENYL TRIMETHICONE. SODIUM DEHYDROACETATE. PARFUM/FRAGRANCE. TOCOPHERYL ACETATE. SORBITAN SESQUIOLEATE. BUTYLENE GLYCOL. KAOLIN. CARTHAMUS TINCTORIUS (SAFFLOWER) SEEDCAKE EXTRACT. HYDROXYETHYL UREA. 1,2-HEXANEDIOL. PHENOXYETHANOL. CAMELLIA SINENSIS LEAF EXTRACT. ALGIN. ACACIA SENEGAL GUM. LAPSANA COMMUNIS FLOWER/LEAF/STEM EXTRACT. +/- MAY CONTAIN/PEUT CONTENIR: CI 77492/IRON OXIDES. SILICA. CI 77491/IRON OXIDES. CI 77499/IRON OXIDES. CI 77007/ULTRAMARINES. CI 19140/YELLOW 5 LAKE. CI 73360/RED 30 LAKE [STM4134B/02]

გამოყენების წესი

წაისვით პუდრი ბაზის გამოყენების შემდეგ, სახის ნაკვთების გამოსაძერწად და კომპლექციისთვის ლამაზი, სპილენძისფერი ელფერის მისანიჭებლად.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.