მთავარიშოპისუნამო

ÉTOILE D'UNE NUIT

ÉTOILE D'UNE NUIT

EAU DE PARFUM

სუნამო

შეიმოსეთ Goutal-ის არომატის — Étoile d'Une Nuit-ის ზამბახის პუდროვანი ხიბლის ელფერით

მოცულობა:

Not Chosen

419.00 ₾
აღწერა

შეიმოსეთ Goutal-ის არომატის — Étoile d'Une Nuit-ის ზამბახის პუდროვანი ხიბლის ელფერით; შეიღებეთ ტუჩები ვარდივით ელეგანტური, კრემოვანი წითელი საცხით, ისე, როგორც მოდელობის პერიოდში, ჯერალდინის სახელით ცნობილი პარფიუმერი — ანიკ გიუტალი ბრწყინავდა ხოლმე და სხვა ქალების მსგავსად, ოცნებობდა, ზოგიერთი წვეულების მანათობელ ვარსკვლავად ქცეულიყო.

გამხსნელი ნოტები: იტალიური ბერგამოტი, იტალიური მანდარინი, მაყვალი

გულის ნოტები: ზამბახი, ვარდი, ეგვიპტური ჟასმინი

საბაზისო ნოტები: ქაშმერვუდი, ვანილი, მუშკი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), Limonene, Linalool, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, Alpha-Isomethyl Ionone, DIETHYLAMINO HYDROXYBENZOYL HEXYL BENZOATE, Geraniol, Citronellol, Cinnamyl alcohol, ALCOHOL, Citral, TRIS(TETRAMETHYLHYDROXYPIPERIDINOL)CITRATE, CITRIC ACID, Benzyl benzoate, BHT

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).