მთავარიშოპისუნამო

ETERNO

ETERNO
ETERNO

Extrait de Parfum

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს Eterno ზღვით გადამწვარი ფიჭვნარი ტყის სურნელს მოგვაგონებს.

მოცულობა:

Not Chosen

645.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: მერქნისებრი/ბალზამისებრი

ძირითადი ნოტები: ფიჭვის ფისი, მირონი, საკმეველი, ოპოპონაქსი (აღმოსავლური სტილის სურნელის ბალზამი ქარვის და ფისის არომატით), ტყავი, უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ნაგარმოტა (იგივე კვიპრიოლი: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით)

არომატის შთაგონება

SIMONE ANDREOLI-ს Eterno ზღვით გადამწვარი ფიჭვნარი ტყის სურნელს მოგვაგონებს.

ხის მერქნების და გამთბარი ფისის სუნი არემარეში კუთვნილებისა და დაცულობის გრძნობებს ნერგავს.

ხელუხლებელი თავშესაფარი.

სახლის შეგრძნება.

(მარადიული) Eterno-ს დღიური

ტყე ჩემს თავზე იხურება, თავის სუნთქვას ტოტებით მეჩურჩულება და მზის სხივებისგან მმალავს.

ცა, შეუღწევადი ფარის მსგავსად, ხეებით და მათი ფისითაა დაფარული, რომლებიც მიცავს და გარესამყაროსგან მაცალკევებს. სადღაც, უცხო მისამართზე, უსასრულობაში განფენილი თავშესაფარია.

დაცულობისა და გააზრებისკენ მიმავალი კარი ფართოდ გაღებულა ხელახლა დაბადების უქარიშხლო მიწაზე. დრო სივრცეს და მატერიას ამრუდებს, მაგრამ შენ უცვლელი რჩები და დაუზიანებლად ეწინააღმდეგები, რადგან უკვდავი მოგონებების მარადიული თავშესაფარი ხარ.

არავინ იცის, რისგან შედგება ჩემი ოცნება: იგივე ნივთიერებაა, რაც უმანკო ფიქრებში სილამაზის მსგავსად ცხოვრობს.

მე კი ვხურავ ამ ფიქრს, როგორც ცხოვრების ოთახის კარს სარკეებიან ყუთში, სადაც ჩემი გრძნობა უსასრულობაში ირეკლება.

ნელ-ნელა ქვემოთ ვეშვები და სიცარიელეში ვუჩინარდები. ჩემი სახლის წყვდიადში ვიძირები, კუთვნილების სამყოფელში, სადაც თავს დაცულად და მცველად ვგრძნობ. ნებისმიერი საზღვაო რუკის საიდუმლო პირსი, სადაც საკუთარი თავის დამალვაც შემიძლია…

ყველა მოგზაურობა დანიშნულების ადგილს არ გიჩვენებთ, თუმცა საკუთარი თავის სამხრეთისკენ მიგიძღვით.

ჩემი სიარულის, ჩემი მოგზაურობის შეგრძნება… ბილიკი უდაბნოს ტყეებში, ფერების ჩრდილში, რომელთაც ვერ ვარჩევ.

რვა ნაბიჯს ვდგამ, რადგან რვა ჩემი ციფრია, მარადიულობის სიმბოლო, დაბრუნების პრელუდია.

იტალიური მემკვიდრეობა: ბრწყინვალების სული

(Italian Heritage: Soul of Excellence)

„იტალიური მემკვიდრეობა“ — „ბრწყინვალების სული“, SIMONE ANDREOLI-ს დახვეწილი არომატების კოლექციაა, რომელიც ძვირფასი ესენციებით, ოდას მიაგებს იტალიის კუთხეების განსაკუთრებულ სილამაზეს და ბრწყინვალებას.

SIMONE ANDREOLI-ს სამოგზაურო ჟურნალი ახალ თავს გადაფურცლავს, იტალიის ნახევარკუნძულის აღმოსაჩენი მომხიბლავი გეგმის შემცველ ადგილმდებარეობათა მიმდევრობას.

კოლექციაში შემავალი ყოველი ფლაკონი იტალიის თაყვანისცემაა — მისი ხელოვნების ნიმუშებით სავსე ქალაქების, არაორდინალური ლანდშაფტების, იქაური ადამიანებისა და თავისებურებების.

ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, კოლექციის არომატები განასახიერებენ მიწას, რომელმაც მსოფლიო შთააგონა და ყველა ადამიანის ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. თუ ამ მშვენიერ ქვეყანაში ცხოვრობ, ნიშნავს, რომ მისი იდილიური ფერწერის — შემოქმედებითი ენერგიით მფეთქავი ხელოვნების ნიმუშის პორტრეტის ნაწილიც ხარ.

„იტალიური მემკვიდრეობა“ იტალიის ფსკერია, სრული თავისი მშვენიერებით და გამორჩეული ხიბლით, რომელსაც სურნელითა და სურნელის ხმით აღვნიშნავთ. ამ კოლექციით, მთელ მსოფლიოს ვიგზავნით იტალიის გარკვეულ ფრაგმენტს, თავად იტალიელებს კი — ამ ფრაგმენტის ფასეულობას შევახსენებთ,“ — აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები.

ფიჭვის ფისი, მირო, საკმეველი, ოპოპონაქსი, ტყავი, ოდი, ნაგარმოტა.

Alcohol, Parfum (Linalool, Limonene, Coumarin, Eugenol, Citral, Farnesol, cinnamyl alcohol, citronellol, anise alcohol, geraniol, evernia furfuracea, benzyl benzoate, benzyl alcohol, benzyl salicylate, alpha-isomethylionone), Aqua.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“