მთავარიშოპისუნამო

Eternal Aura

Eternal Aura

Eau De Parfum

სუნამო

Elizabeth Arden-ის თამამი, ყვავილოვან-ქარვისებრი არომატი — Eternal Aura Eau de Parfum, ვარდისფერი წიწაკის, მაგნოლიის და სანდალის ხის ნოტების ნაზავით, ყოველდღიურ რუტინას მოგწყვეტთ და თავდაჯერებული მშვენიერების სამყაროში გაგიტაცებთ!

მოცულობა:

Not Chosen

177.00 ₾
აღწერა

ქალების მიერ, სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი Eternal Aura Eau de Parfum, Elizabeth Arden-ის ახალი საავტორო სურნელია: თამამი, ყვავილოვან-ქარვისებრი არომატი, თქვენს აურას, გრაციასა და ძალას აღნიშნავს და ყოველდღიური რუტინისგან შორს, თავდაჯერებული მშვენიერების სამყაროსკენ მიგაქროლებთ!

Eternal Aura, ენერგიული ვარდისფერი წიწაკის და ოქროსფერი მსხლის ნოტებით იშლება. სურნელის განვითარების მომდევნო საფეხურზე, მაგნოლიის და ვარდისფერი პიონის ყვავილივანი თაიგული იფურჩქნება, რომელსაც, ექსკლუზიურად Elizabeth Arden-ისთვის შექმნილი ვარდის და ამბრეტის (მცენარეული მუშკი/მუშკის ბალბა) თანადისტილატის ნოტები ამაღლებს. კომპოზიციის ბაზაზე, მგრძნობიარე, ხანგრძლივად მდგრადი ჩახუტებით მოგიცავთ სანდალის ხის და ამბრის თბილი დუეტი.

სუნამოს ფორმულა, კეთილდღეობის, ენერგიის, თავდაჯერებისა და ბედნიერების შეგრძნებების გასაძლიერებლად, შემუშავებულია ეთიკური მეთოდებით მოპოვებული ინგრედიენტებით და არომატების მწარმოებელ პლატფორმა International Flavors & Fragrance, Inc.’s Science of Wellness™-თან თანამშრომლობით: მოცემული პლატფორმა, ნეირომეცნიერებაზე დაყრდნობით — 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეგროვებული ემპირიული მონაცემების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და სუნამოების დიზაინის შერწყმით, წარმოგვიდგენს არომატებს, რომლებიც ემოციური, კოგნიტური და ფიზიკური მდგომარეობის გამაუმჯობესებელი დადასტურებელი მოქმედებით ხასიათდება.

სიმშვიდის სამყაროში გაუჩინარების რიტუალი — Eternal Aura, თავდაჯერების გამაძლიერებელ, ამაღლებულ შეგრძნებებს აღგიძრავთ და ელიზაბეტ არდენის საკულტო ვარდისფერი სალონების ატმოსფეროს მოგაგონებთ, ქალებს, ყოველგვარი როლის მორგების გარეშე, თავს რომ კომფორტულად და ლაღად აგრძნობინებდა.

გამოსცადეთ მაგნიტურად მიმზიდველი, თამამი და საოცრად ქალური სურნელი!

გამხსნელი ნოტები:

მსხალი, პიტაია (იგივე ურჩხულის ხილი), ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები:

ვარდისფერი პიონი, ამბრეტი (მცენარეული მუშკი/მუშკის ბალბა), ვარდი, სამბაკის ჟასმინი

საბაზისო ნოტები:

ტონკას მარცვლები, ამბერტონიკი (კეთილდღეობის სფეროში მოღვაწე კვლევისა და განვითარების მოწინავე პლატფორმა IFF-ის (International Flavors & Fragrances) მიერ შექმნილი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი მერქნოვან-მუშკისებრი სურნელით), მუსენონის მუშკი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ნიტრომუშკის ტიპის ელეგანტური სურნელით. წააგავს მუშკის კეტონს, თუმცა მეტად ანიმალისტური, ბუნებრივი ტონალობით ხასიათდება), სანდალის ხე

Full Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Alcohol, Propylene Glycol, Tris(Tetramethylhydroxypiperidinol) Citrate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Ext. Violet 2 (CI 60730), Red 33 (CI 17200), Yellow 5 (CI 19140), Alpha-Isomethyl Ionone, Benzaldehyde, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Benzyl Salicylate, Beta-Caryophyllene, Citronellol, Citrus Aurantium Bergamia Peel Oil, Coumarin, Dimethyl Phenethyl Acetate, Geraniol, Geranyl Acetate, Hydroxycitronellal, Isoeugenol, Isoeugenyl Acetate, Juniperus Virginiana Oil, Limonene, Linalool, Linalyl Acetate, Pinene, Pogostemon Cablin Oil, Rose Flower Oil/Extract, Rose Ketones, Santalol, Santalum Album Oil, Terpineol, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Trimethylcyclopentenyl Methylisopentenol, Vanillin.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.