მთავარიშოპისუნამო

Eternal Aura

Eternal Aura

Body Balm

შეიმოსეთ Elizabeth Arden-ის Eternal Aura-ს საბურველით: ბრენდის ახალი, თავდაჯერებული სილამაზის აღმნიშვნელი კრემი, ბალზამისებრი სტრუქტურითა და ყვავილოვან-ქარვისებრი მსუბუქი არომატით, კანს აღადგენს და ელასტიკურობას ანიჭებს.

მოცულობა:

Not Chosen

117.00 ₾
აღწერა

ტანის კრემი — Eternal Aura Body Balm, Elizabeth Arden-ის არომატ Eternal Aura Eau de Parfum-ის მდიდრული თანმხლებია, რომელიც, ვარდისფერი წიწაკის, მაგნოლიის და სანდალის ხის ნოტებით, თქვენს კანს, ბალზამისებრ-კრემოვანი სტრუქტურით ადნება და მოვლის რიტუალის სრულიად ახალ გამოცდილებას გთავაზობთ.

შიის და კაკაოს კარაქებითა და ნუშის რძით მდიდარი აბრეშუმისებრი, არაწებოვანი ფორმულა, კანში, სწრაფად იწოვება, სიღრმისეულად ატენიანებს, გამომშრალ ზონებს არბილებს და ჯანსაღ ბრწყინვალებას ანიჭებს; ეფექტურია გადაღლილი, მოდუნებული კანის გამოსაცოცხლებლად და ელასტიკურობისა და სიგლუვის გასაუმჯობესებლად.

კეთილდღეობის სფეროში მოღვაწე კვლევისა და განვითარების მოწინავე პლატფორმის — IFF’s Science of Wellness™-ის (პლატფორმა, რომელიც ნეირომეცნიერების, ხელოვნური ინტელექტისა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების უტილიზაციით, ემოციური, კოგნიტური და ფიზიკური ზემოქმედების მქონე არომატებს წარმოგვიდგენს) საფუძველზე შექმნილი საშუალება, მეცნიერულად დამტკიცებული ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველობით, ენერგიის, თავდაჯერებისა და ბედნიერების შეგრძნების აღდგენასაც უზრუნველყოფს და კრემის ყოველი გამოყენებისას, მარელაქსირებელ შეგრძნებებს აღძრავს.

- მოდუნებულ კანს, შესამჩნევად გამოაცოცხლებს და გლუვ, ახალგაზრდულ იერს ანიჭებს

- გამოირჩევა აბრეშუმისებრი, ბალზამისებრ-კრემოვანი სტრუქტურით

- კანში სწრაფად იწოვება და არ ტოვებს წებოვან ნარჩენებს

- გაჟღენთილია ყვავილოვან-ქარვისებრი მსუბუქი არომატით

- კრემის ფორმულა, კეთილდღეობის შეგრძნების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავებულია კვლევისა და განვითარების მოწინავე პლატფორმის — IFF’s Science of Wellness™-ის ბაზაზე

Full Ingredients: Aqua/Water/Eau Paraffinum Liquidum/Mineral Oil/Huile Minérale, Glycerin, Isopropyl Palmitate, Cetyl Alcohol, Parfum (Fragrance), Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, C12-15 Alkyl Benzoate, Theobroma Cacao (Coco,a) Seed Butter, Palmitic Acid, Stearic Acid, Caprylyl Glycol, Carbomer, Carnosine, Dimethicone, Disodium EDTA, Glyceryl Stearate SE, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Olus Oil/Vegetable Oil/Huile Végétale, Polysorbate 60, S,orbitan Isostearate, Sorbitan Stearate, Squalane, Steareth-20, Tocopheryl Acetate, Triethanolamine, Phenoxyethanol, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Salicylate, Beta-Caryophyllene, Citronellol, Coumarin, Dimethyl Phenethyl Acetate, Geraniol, Geranyl Acetat,e, Juniperus Virginiana Oil, Limonene, Linalool, Linalyl Acetate, Pinene, Pogostemon Cablin Oil, Rose Ketones, Terpineol, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Vanillin.

Warnings: Use only as directed.Avoid contact with eyes.Keep out of reach of children.Discontinue use if irritation occurs.

გამოყენების წესი

დაიტანეთ კრემი ჭარბად, სუფთა კანზე. შეიზილეთ წრიული მასაჟისებრი მოძრაობებით, სანამ სრულად არ შეიწოვება. ყურადღება გაამახვილეთ სხეულის გამომშრალ უბნებზე.
ნაზი, ელეგანტური სურნელისთვის, კრემი, დამოუკიდებლად გამოიყენეთ; არომატის გასაძლიერებლად კი — მიიპკურეთ ბრენდის ამავე დასახელების სუნამო, Eternal Aura Eau de Parfum-იც.
კანის ეფექტურად დარბილებისა და მკვებავი მოქმედებისთვის, გამოიყენეთ Eternal Aura Body Balm ყოველდღიურად.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.