Essence de patchouli
Eau de Parfum
სუნამო
ხშირად, ბოჰემურ ატმოსფეროსთან ასოცირდებიან მიწაზე მყარად მდგომი, ავთენტური ინდივიდები, რომლებიც ბუნებრივობას აფასებენ და თავს ძლიერად, თავდაჯერებულად, თამამად და მაცდურად გრძნობენ…
Not Chosen
Alyssa Ashley-ს არომატ Essence de Patchouli-ს გულში, ვარდის და გერანიუმის სიმდიდრესა და მგრძნობიარობასთან ჰარმონიულად შერწყმული პაჩულის ეთერზეთი სუნამოს დახვეწილ, აღმოსავლურ, მერქნისებრ ხასიათს ანიჭებს, საბაზისო ნოტებთან — ლაბდანუმის აბსოლუტთან, ვანილთან, ზამბახთან, ქაშმერანსა და ძვირფას ხეებთან ერთად.
top; Rose, Geranium, heart; Orris, base; Cedarwood, Labdanum, Gaiacwood, Vanilla, Patchouli, Musk, Courmarin
ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), CITRIC ACID, CITRONELLOL, COUMARIN, EUGENOL, GERANIOL, HEXYL CINNAMAL, LIMONENE, LINALOOL.
პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.
Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.
აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!