ESCENTRIC 05
Eau de Toilette
სუნამო
შეიგრძენით Escentric 05-ის მომაჯადოებელი სურნელი; დაიპყარით არომატული კოლექციის ახალი მწვერვალები!
Not Chosen
ჩაიძირეთ Escentric Molecules-ის Escentric 05-ის გამაგრილებელ ხიბლში: 2020 წლის უნისექსური კომპოზიცია, ხრაშუნა, ვნების აღმძვრელი ნოტების ზეიმით, მერქნოვან-გრილ-მიწიერ სიმფონიას წარმოგვიდგენს და ცხელი სეზონების — გაზაფხულისა და ზაფხულის არსს აღბეჭდავს.
არომატი ღვიის, ბერგამოტის, როზმარინის, ფორთოხლის, დაფნის, ლეღვის ფოთლების, ლეღვის ნაყოფის და რეჰანის გამაგრილებელი აფეთქებით იშლება.
გამამხნევებელი სტარტი, კვიპაროსის, ჰედიონის (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით), ზამბახის, ფრეზიის და ჟასმინის გულად გარდაიქმნება და პიკანტურ-ტკბილი ტონებით, მართლაც, დამატყვევებელ სურნელს აფრქვევს.
Escentric 05-ის ყნოსვით მოგზაურობას, ქაშმერანის (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი მერქნოვან-მუშკისებრი სურნელით), Iso E Super-ის (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), ამბროქსანის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მასტიკის (ხმელთაშუა ზღვის აუზში გავრცელებული მარადმწვანე ბუჩქი) და ლაბდანუმის (ციტრუსების ექსტრაქტი) ბაზა აგვირგვინებს: მიწიერ-მუშკისებრი საბაზისო ნოტების სენსორული ნახევარტონები, კანს, ხანგრძლივი დროით მოეფინება და თავდაჯერებისა და მიმზიდველობის შეგრძნებებს ანიჭებს.
100-მლ-იანი მოცულობის ფლაკონის დამსახურებით, Escentric 05, იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე — ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის. განთქმული არომატული სახლის დიზაინით შექმნილი უნიკალური, მარადიული სურნელი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის პარფიუმერულ ოსტატობას.
შეიგრძენით Escentric 05-ის მაგიური ხასიათი; დაიპყარით არომატული კოლექციის ახალი მწვერვალები!
გამხსნელი ნოტები:
ლეღვი, ბერგამოტი, ფორთოხალი, დაფნა, როზმარინი, რეჰანი, ღვია
გულის ნოტები:
ჰედიონი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით), კვიპაროსი, დეკონსტრუირებული ყვავილოვანი ნოტები — ფრეზია, ზამბახი, ჟასმინი
საბაზისო ნოტები:
ქაშმერანი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი მერქნოვან-მუშკისებრი სურნელით), საკმელა (იგივე კლდის ვარდი), ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), მუშკი, ამბროქსანის დაპატენტებული ნოტი — AMBROXAN™ (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მასტიკი (ხმელთაშუა ზღვის აუზში გავრცელებული მარადმწვანე ბუჩქი), Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით)
Alcohol Denat., Aqua (water), Parfum (fragrance), Limonene, Linalool, Farnesol, Benzyl Benzoate, Citronellol, Citral, Treemoss, Geraniol, Eugenol
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
