ESCENTRIC 04
Eau de Toilette
სუნამო
Escentric Molecules-ის Escentric 04, არა მხოლოდ, სუნამო, არამედ — არომატული განაცხადია!
Not Chosen
შეიგრძენით გამამხნევებელი უნისექსური არომატის, Escentric 04-ის ხიბლი, გრილი და ენერგიული სახასიათო შტრიხებით: Escentric Molecules-ის მიერ, 2017 წელს გამოშვებული ციტრუსოვან-მერქნოვანი ამაღლებული ნაზავი, პიკანტური, ტკბილი და მომხიბლავი ნოტებით, გარშემომყოფთა მოსაჯადოებლად და დასატყვევებლადაა შექმნილი!
ვარდისფერი გრეიფრუტის ქერქის, ლაიმის, ღვიის და ვარდისფერი წიწაკის გამხსნელი ნოტები, სიგრილის მაცდურ აფეთქებას წარმოგვიდგენს და შეგრძნებებს ცხარე დარტყმით გამოაღვიძებს. არომატის გაშლისას, სცენას, ორისის (ზამბახის აკორდი) და ვარდის გული იპყრობს და კომპოზიციას, დამამშვიდებელი, მიმზიდველი ეფექტის მქონე ტკბილი, ყვავილოვანი შტრიხებით ამკობს.
Escentric 04-ის ბაზა, ბალზამისებრ-მერქნოვანი აკორდის და სანდალის ხის მოლეკულის კომბინაციით, არომატს, სიღრმისა და დახვეწილობის შრეს მატებს; გარშემომყოფებს, ხანგრძლივი შთაბეჭდილებით ნუსხავს და სითბოთი და ელეგანტურობით აღსავსე, მდგრად სურნელოვან ნაკვალევს მოიტოვებს.
განთქმული პარფიუმერული დიზაინის სახლის ქმნილება, იდეალური არჩევანია დღის საათებისთვის: მისი მიმზიდველი სურნელი, სამსახურში, სოციალურ შეკრებებსა თუ უდარდელად სეირნობისას, თამამი არომატული განაცხადის გარანტიაა.
შეეგებეთ Escentric 04-ის უნიკალურ სურნელს და დაჰყევით მის ნებას, თქვენი ყოველდღიური თავგადასავლების თანმხლებად იქცეს; შეიგრძენით მისი დამატყვევებელი ხიბლი, დღესვე!
გამხსნელი ნოტები:
მეთილგრეიფრუტი (პარფიუმერული ინგრედიენტების, არომატებისა და სურნელოვანი კომპოზიციების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Givaudan-ის მოლეკულური ინგრედიენტი Methyl Pamplemousse, გრეიფრუტის ქერქის გრილი, ციტრუსოვანი პროფილით), ვარდისფერი გრეიფრუტი, მარიხუანა, ბერგამოტი, ღვიის კენკრა, ვარდისფერი წიწაკა
გულის ნოტები:
ჰედიონი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით), ფრეზია, ოსმანტუსი, ორისი (ზამბახის აკორდი), ვარდი
საბაზისო ნოტები:
ჯავანოლი (Javanol™ — სანდალვუდის უახლესი გენერაცია: უპრეცედენტოდ მდგრადი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი მდიდრული, ბუნებრივი, კრემოვანი სანდალვუდის ნოტი ვარდის ნიუანსებით), მასტიკი (ხმელთაშუა ზღვის აუზში გავრცელებული მარადმწვანე ბუჩქი), ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), მუშკი, ამბროქსანის დაპატენტებული ნოტი — AMBROXAN™ (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)
Alcohol Denat., Aqua (Water), Parfum (Fragrance), Limonene, Benzyl Salicylate, Hydroxycitronellal, Linalool, Citronellol, Citral, Benzyl Benzoate, Geraniol, Benzyl Alcohol
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
