ESCENTRIC 03
Eau de Toilette
სუნამო
გადაინაცვლეთ სურნელოვანი თამაშის მომდევნო საფეხურზე, Escentric Molecules-ის არომატით — Escentric 03; შეიგრძენით პარფიუმერული ხელოვნების უმაღლესი ფორმა!
Not Chosen
აღმოაჩინეთ დახვეწილობისა და სიღრმის ამსახველი უნისექსური ქმნილების, Escentric 03-ის მომაჯადოებელი ხიბლი: ნიშური არომატების მწარმოებელი გერმანული ბრენდი — Escentric Molecules, თქვენს შეგრძნებებს, უკვდავი და ელეგანტური შიპრისებრი (არომატის ტიპი, რომელიც ხასიათდება ხის, მიწის, მსუბუქად ანიმალისტური ნოტებით) არომატული ოჯახის 2010 წლის პარფიუმერული ხელოვნების ნიმუშით აჯადოებს.
Escentric 03-ის კომპოზიცია, გახსნისას, ჯანჯაფილის, მექსიკური ლაიმის და მწვანე წიწაკის გრილ, გამამხნევებელ ნოტებს წარმოგვიდგენს და ცხარე, პიკანტური ელემენტებით, ენერგიისა და აღტაცების მყისიერ აფეთქებას უზრუნველყოფს.
გულის განვითარებასთან ერთად, ზამბახის, ჟასმინის და ჩაის ჰარმონიული ნაზავი იკვეთება, რომელიც, არომატს, ყვავილოვან, მსუბუქად მიწიერ განზომილებას ანიჭებს. საბოლოოდ, კანს, ლამაზად მოეფინება ვეტივერის, ტყავის, სანდალის ხის, კედარის და მუშკის საბაზისო ნოტების თბილი, დამაგვირგვინებელი შტრიხები.
ნებისმიერი სურნელოვანი კოლექციის იდეალური დანამატი — 100-მლ-იან ფლაკონში მოქცეული Escentric 03-ის სითხე, ინგრედიენტების უნიკალური კომბინაციით, ყველა სიტუაციისთვის შესაფერის, ბალანსირებულ, დამატყვევებელ არომატს წარმოგვიდგენს: მისი დამსახურებით, უბრალო გასეირნებისას თუ ფორმალურ შეკრებაზე, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
დახვეწილი სურნელოვანი პროფილისა და უმაღლესი ოსტატობის ნათელი მაგალითი — Escentric 03, ნიშური არომატების მოყვარულთათვის, მართლაც, აღსანიშნავი არჩევანია!
გადაინაცვლეთ სურნელოვანი თამაშის მომდევნო საფეხურზე, Escentric 03-თან ერთად; შეიგრძენით პარფიუმერული ხელოვნების უმაღლესი ფორმა!
გამხსნელი ნოტები:
მწვანე ნოტები, ლაიმი, მანდარინი, ვარდისფერი წიწაკა, ჯანჯაფილი
გულის ნოტები:
ფრეზია, ვარდი, ჰედიონი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით), ჟასმინი, ორისი (ზამბახის აკორდი), დარიჩინი, ტონკა
საბაზისო ნოტები:
ვეტივერი, სანდალის ხე, Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), ტყავი, მუშკი, ამბრი
Alcohol denat., Parfum (fragrance), Aqua (water), Limonene, Linalool, Citral, Evernia Furfuracea (treemoss) extract, Alpha-lsomethyl lonone, Geraniol Benzyl alcohol, Coumarin, Citronellol, Cinnamal
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
