მთავარიშოპიდასაბანი & ტანის მოვლის საშუალებები
ESCENTRIC 02
Body Wash
Escentric Molecules-ის სხეულის დასაბანი ყოველი საშუალება, ბრენდის სუნამოების დამაგვირგვინებელი შტრიხია.
Not Chosen
დერმატოლოგიური შემოწმება, ეთიკური მეთოდით მიმდინარეობს: პროდუქტი არ იტესტება ცხოველებზე. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
მოცულობა: 200 მლ.
…
შემოსეთ თქვენი კანი ქაფის ფორმით წარმოდგენილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სურნელოვანი ნაზავის საბურველით: სხეულის დასაბანი საშუალება — Escentric 02 Body Wash, არომატის უპრეცედენტოდ მაღალი კონცენტრაციით, შხაპის მიღების სუპერ-მდიდრულ განცდებს გპირდებათ.
Escentric 02 Body Wash-ის სურნელის ცენტრალურ კომპონენტად, ამბრის მგრძნობიარე მოლეკულა — ამბროქსანი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) გვევლინება, რომელიც სუფთა, მინერალურ სიგრილეს ასხივებს. გელის ფორმულა, ამბროქსანს, მწვანე ჟასმინის კვირტებთან — ჰედიონის (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით) ნოტებსა და შუშხუნა ჯინ-ტონიკის აკორდთან აწყვილებს და ზოგადი გამამხნევებელი ეფექტის მქონე, ულტრაცქრიალა დასაბან საშუალებას წარმოგვიდგენს.
არომატით გაჟღენთილი Escentric 02 Body Wash-ის მდიდრული ქაფი, გონებას გამოაცოცხლებს, სხეულს — ფაქიზად ასუფთავებს, კანს კი — მცენარეული დამატენიანებელი კომპონენტების შემცველობით, კვებავს და ატენიანებს.
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
