მთავარიშოპისუნამო

ESCENTRIC 02

ESCENTRIC 02

Eau de Toilette

სუნამო

ეს უნისექსი ქმნილება, ნებისმიერი პიროვნებისთვისაა, ვინც ჭეშმარიტად პერსონალიზებულ განცდებს აფასებს და კანის ქიმიასთან ბუნებრივად ადაპტირებად სურნელს ეძებს.

მოცულობა:

Not Chosen

450.00 ₾
აღწერა

აღმოაჩინეთ Escentric Molecules-ის Escentric 02-ის უდარდელი, თანამედროვე ხიბლი, ქარვისებრ-ყვავილოვანი არომატული ოჯახიდან; დააგემოვნეთ უნისექსური ტუალეტის წყალი, რომელიც, თამამი ორიგინალურობის ცნებას, ახლებურად განგვიმარტავს!

ინოვაციური ნიშური პარფიუმერიის სახლის მიერ, 2008 წელს, მოკრძალებული დახვეწილობის მოყვარულთათვის შექმნილი შთამბეჭდავი ნაზავი მეცნიერული ხელოვნებისა და ბუნებრივი ელეგანტურობის კვალდაკვალ, გარშემომყოფებს, შეგრძნებათა გადაჭარბების გარეშე ხიბლავს.

Escentric 02-ის არომატი, ღვიის კენკრის ლიქიორის, მბრწყინავი მანდარინის, კლარი (იგივე წითელი) სალბის და შუშხუნა ტონიკის წყლის ენერგიული აფეთქებით იშლება. ნათელი გამხსნელი ნოტების გამამხნევებელი, სიცოცხლით აღსავსე კომბინაცია, ყურადღებას, მყისიერად იპყრობს.

სურნელის განვითარებისას, გულში, ზამბახის, ჟასმინის და ანწლის ნოტებთან უზადოდ შერწყმული, ხავერდოვანი სითბოთი განთქმული საავტორო მოლეკულა — Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით) იკვეთება და კომპოზიციას, თანამედროვე და ამავდროულად, უკვდავი ხასიათის ფაქიზი, ყვავილოვანი შრით ამდიდრებს.

არომატის სურნელს, სიღრმეს და მდგრადობას ანიჭებს დამამშვიდებელი კედარის ხის, მიწიერი ვეტივერის, მგრძნობიარე ამბროქსანის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ელეგანტური ჰედიონის (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით) და ხავერდოვანი ზამბახის საბაზისო ნოტები.

მთლიანობაში, 100-მლ-იან ფლაკონში მოქცეული Escentric 02, გამხსნელი, გულის და საბაზისო ნოტების ჰარმონიული ბალანსით, სიმშვიდის, სითბოს და უნიკალურ — პერსონალურ შეგრძნებებს აღძრავს; იდეალურია, როგორც, ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე — განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

მინიმალიზმში ფესვგადგმული, ელეგანტური დიზაინით წარმოდგენილი ფლაკონიც, ინდივიდუალიზმსა და დახვეწილ გემოვნებაზე მიუთუთებს.

უნისექსური ხასიათის დამსახურებით, Escentric 02, ნებისმიერი პიროვნებისთვის საუკეთესო არჩევანია, ვინც ჭეშმარიტად პერსონალიზებულ განცდებს აფასებს და კანის ქიმიასთან ბუნებრივად ადაპტირებად სურნელს ეძებს…

გამხსნელი ნოტები:
ალმდუდლერი (ავსტრიული მცენარეული ლიმონათი), ღვიის კენკრა, მანდარინი, ლაიმი, ბერგამოტი

გულის ნოტები:
ჯანჯაფილი, ფრეზია, კლარი (იგივე წითელი) სალბი, ვარდისფერი პილპილი, ჰედიონი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით), ორისი (ზამბახის აკორდი)

საბაზისო ნოტები:
მუსკონის მუშკი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ნაზი, რბილი, თბილი, სუფთა, კანის მსგავსი სურნელით: თანამედროვე პარფიუმერიაში ფართოდ გამოიყენება არომატებისთვის სიღრმისა და მდგრადობის მისანიჭებლად), ამბროქსანი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ვეტივერი, ტონკა

Alcohol denat., Aqua (water), Parfum (fragrance), Limonene, Linalool, Citral, Alpha-Isomethyl Ionone, Eugenol, Geraniol

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.