მთავარიშოპიდასაბანი & ტანის მოვლის საშუალებები

ESCENTRIC 01

ESCENTRIC 01

Body Wash

Escentric Molecules-ის სხეულის დასაბანი ყოველი საშუალება, ბრენდის სუნამოების დამაგვირგვინებელი შტრიხია.

მოცულობა:

Not Chosen

216.00 ₾
აღწერა

დერმატოლოგიური შემოწმება, ეთიკური მეთოდით მიმდინარეობს: პროდუქტი არ იტესტება ცხოველებზე. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.

მოცულობა: 200 მლ.

გაამდიდრეთ შხაპის მიღების რიტუალი არომატებით გაჟღენთილი საკულტო დასაბანი საშუალებით: Escentric Molecules-ის სხეულის დასაბანი გელი — Escentric 01 Body Wash, არომატის უპრეცედენტოდ მაღალი კონცენტრაციით, შხაპის მიღების სუპერ-მდიდრულ განცდებს გპირდებათ.

გელის სურნელის იდუმალ მშვენიერებასა და მომხიბლავობას უზრუნველყოფს ინოვაციური არომატული მოლეკულის — Iso E Super-ისა (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით) და კანთან მოჩურჩულე პიკანტური ვარდისფერი პილპილის კომბინაცია გამაგრილებელი ლაიმის და მსუბუქად მოტკბო-ბალზამისებრი ნოტების ნაზავთან.

არომატით გაჟღენთილი Escentric 01 Body Wash-ის მდიდრული ქაფი, გონებას გამოაცოცხლებს, სხეულს — ფაქიზად ასუფთავებს, კანს კი — მცენარეული დამატენიანებელი კომპონენტების შემცველობით, კვებავს და ატენიანებს.

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.