ESCENTRIC 01
Eau de Toilette
სუნამო
გაამდიდრეთ სურნელოვანი კოლექცია Escentric Molecules-ის გამორჩეული, დაუვიწყარი არომატით — Escentric 01
Not Chosen
შეიგრძენით დამატყვევებელი უნისექსი ქმნილების, Escentric 01-ის უნიკალური ხიბლი, რომელიც ინოვაციური, მაღალი ხარისხის არომატებით განთქმულმა დიზაინის სახლმა — Escentric Molecules, 2006 წელს შემოგვთავაზა. 100-მლ-იანი გულუხვი შეფუთვით წარმოდგენილი სითხე, თქვენი სურნელოვანი კოლექციის იდეალური დანამატია!
მერქნოვან-ყვავილოვან-მუშკისებრი კომპოზიცია, გამხსნელი, გულის და საბაზისო ნოტების მომაჯადოებელი ნაზავით, ჰარმონიულ, მაგიურ სურნელს აფრქვევს: Escentric 01 ლაიმის, ვარდისფერი პილპილის და ალდეჰიდების (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი მეტალის, თბილი, თეთრეულის და სამრეცხაოს ასოციაციის გრილი აკორდებით. ხშირად უხამებენ ყვავილოვან ნოტებს, რათა თითოეული ნიუანსი არომატულ კომპოზიციაში მეტად ღრმად, სრულად გამოავლინონ) გამაგრილებელი ნოტებით იშლება, რომლებიც ენერგიულ, გამამხნევებელ განწყობას აყალიბებს.
ორისის (ზამბახის აკორდი) და მწვანე ჟასმინის კვირტების — ჰედიონის (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით) გულის ნოტები, არომატს, ფაქიზი ყვავილოვანი ჩურჩულით ამკობს და ამავდროულად, იდეალურად აბალანსებს გამხსნელი სიგრილის აფეთქებას.
Escentric 01-ის ბრწყინვალე ხასიათი, ყველაზე უკეთ, ბაზაზეა თვალსაჩინო: Iso E Super-ის (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), საკმეველის, მასტიკის (ხმელთაშუა ზღვის აუზში გავრცელებული მარადმწვანე ბუჩქი) და მუსკონის მუშკის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ნაზი, რბილი, თბილი, სუფთა, კანის მსგავსი სურნელით: თანამედროვე პარფიუმერიაში ფართოდ გამოიყენება არომატებისთვის სიღრმისა და მდგრადობის მისანიჭებლად) ნოტების განვითარებით, თბილი, მგრძნობიარე აურა ყალიბდება და კანს, მდგრადი მშვენიერებით მოეფინება; მოცემული ინგრედიენტების უნიკალური კომბინაციით, Escentric 01, არა მხოლოდ, გამორჩეული სუნამო, არამედ — ნებისმიერ გარემოში, ხანგრძლივი შთაბეჭდილების გარანტიაა!
ეს უნისექსური ქმნილება, განსაკუთრებულ ღონისძიებაზე თუ უბრალოდ, ყოველდღიური სურნელოვანი თამაშის მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად, თქვენს განუყრელ თანმხლებად იქცევა.
გაამდიდრეთ არომატული კოლექცია Escentric 01-ის გამორჩეული, დაუვიწყარი სურნელით; აღმოაჩინეთ მისი მერქნოვან-ყვავილოვან-მუშკისებრი მაგია დღესვე!
გამხსნელი ნოტები:
ლაიმი, ვარდისფერი პილპილი, ალდეჰიდები (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი მეტალის, თბილი, თეთრეულის და სამრეცხაოს ასოციაციის გრილი აკორდებით. ხშირად უხამებენ ყვავილოვან ნოტებს, რათა თითოეული ნიუანსი არომატულ კომპოზიციაში მეტად ღრმად, სრულად გამოავლინონ)
გულის ნოტები:
ორისი (ზამბახის აკორდი), ჰედიონი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით)
საბაზისო ნოტები:
Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), საკმეველი, მასტიკი (ხმელთაშუა ზღვის აუზში გავრცელებული მარადმწვანე ბუჩქი), მუშკი
Alcohol denat, Parfum (fragrance), Aqua (water), Limonene, Citral, Linalool
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
