მთავარიშოპისუნამო

ERRAI

ERRAI
ERRAI

Eau de Parfum

სუნამო

მოცულობა:

Not Chosen

551.00 ₾
აღწერა

Spirit of Kings-ის Errai, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. მოცემული სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.

არომატის სახელწოდება მწყემსის აღმნიშვნელი არაბული სიტყვა „არ-რაიდან“ მომდინარეობს: სწორედ ასე უწოდეს მუსლიმმა ასტრონომებმა საუკუნეების წინ გამა კეფეს ვარსკვლავურ სისტემას.

ქანდაკების მსგავს სუნამოს ფლაკონს, მანათობელი მწვანე ზურმუხტი აგვირგვინებს, როგორც დედამიწის მწვანე საფარის, გაზაფხულის, სიახლეების დასაწყისისა და სიყვარულის სიმბოლო. ეს სამკურნალო ქვა, ემოციური, მენტალური და ფიზიკური ბალანსის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

იყო და არა იყო რა, შორეულ სამეფოში, მეფეს, დედოფლის გარდაცვალების დარდი ტანჯავდა. ერთადერთ ვაჟს, სმასა და ნადიმში გატარებული გრძელი ღამეების სანაცვლოდ, მთელი დღეები ეძინა; მხოლოდ შუადღისას იღვიძებდა და მეგობრებს — მდიდარი მიწათმფლობელების შვილებს, თანამემამულეთა შორის ქაოსისა და ნგრევის გამომწვევ მორიგ გასართობ თავგადასავალში უერთდებოდა. იმ ახალგაზრდებს ყველგან ერიდებოდნენ, რადგან მათი მანკიერი ქმედებების შესახებ, ხმა გავარდნილიყო: ამბობდნენ, რომ ადამიანებს სასტიკად ჩაგრავდნენ და ამცირებდნენ, განსაკუთრებით კი მინდვრებში მომუშავე ღარიბ გლეხებს…

გამხსნელი ნოტები:

ლიმონი, ბერგამოტი, ვარდი, ოზონის ნოტები (რეპროდუქციული პარფიუმერული აკორდი ჰაერის, წყლის, გამაგრილებელი, მეტალის ნოტებით და ზღვიდან მონაბერი ბრიზის, სასიამოვნო ნიავში ნაზად მოფრიალე სუფთა სარეცხის ასოციაციებით, ქლორის ან ლითონის დახვეწილი ტონების კრისტალური აქცენტებით)

გულის ნოტები:

ყვავილოვანი ნოტები, მწვანე ნოტები, კედარი, ზამბახი, მარაკუია

საბაზისო ნოტი:

პაჩული, მუშკი, ვანილი, ამბრი, ვეტივერი

Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.

პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო

მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.

პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.

პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.

Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.

დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.