მთავარიშოპისუნამო

ERAGON

ERAGON

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს პარფიუმის ექსტრაქტი Eragon თამამ და გამორჩეულ ყნოსვით ხელწერას ავლენს.

მოცულობა:

Not Chosen

1,677.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Eragon, თამამ ყნოსვით ხელწერას ამჟღავნებს: კომპოზიციაში, მდიდრული პაჩული, ენერგიული დარიჩინი და ხავერდოვანი ვანილი ღრმა, ქარვისებრ, პიკანტურ ნაკვალევს ერწყმის. აღმოაჩინეთ შემოქმედებით წყარო, Eragon-ის სურნელთან ერთად!

ჟულიენ სპრეშერი, Parfums de Marly-ს დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი: „Eragon, სინათლესა და სიღრმეს შორის განფენილი მიზიდულობის წიაღში დაიბადა: ამბრისთვის ახალი ენერგიის მისანიჭებლად, კაშკაშა, თითქმის ინკადასენტური სტილით შევაზავე პაჩული, ვანილი და დარიჩინი.“

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ვარდისფერი პილპილი, ილი, მანდარინი

გულის ნოტები:

დარიჩინი, დავანა (არტემიზია პალენსი), კვიპრიოლი (იგივე ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით)

საბაზისო ნოტები:

ტყავი, ტონკას მარცვლები, ვანილის ნაყოფი, პაჩული

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water/eau), Ethylhexyl Methoxycinnamate, Coumarin, Cinnamyl Alcohol, Linalool, Ethylhexyl Salicylate, Alpha-isomethyl Ionone, Butyl Methoxydibenzoylmethane, Limonene, Benzyl Benzoate, Cinnamal, CI 19140 (Yellow 5), CI 15510 (Orange 4), CI 60730 (Ext. Violet 2), Methyl 2-octynoate, CI 14700 (Red 4), CI 17200 (Red 33), Sodium Sulfate, CI 42090 (Blue 1)

All our perfumes are made in France

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.