მთავარიშოპისუნამო

ENSIS

ENSIS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Ensis, საკუთარი არსით, მოვლენათა გარდაუვალი ბუნების მომცველი „ბედისწერის სურნელია“ — არომატული ქმნილება, რომელიც ყველა გრძნობას მაცდურ ფრენაში ითრევს და ყოველი ჩვენგანის შინაგანი სამყაროს ტკბილი ბუდისკენ მიუძღვის!

მოცულობა:

Not Chosen

585.00 ₾
აღწერა

Ensis ლათინურად ხმალს აღნიშნავს. ხმალი ტერენცების საოჯახო გერბიცაა: პაოლო და ტიციანა ტერენცებმა, V Canto-ს კოლექციაში ხმლის ფორმის ინტეგრაცია მოისურვეს, რათა თავიანთი მრავალსაუკუნოვანი, არისტოკრატული შთამომავლობისადმი სიამაყით, პატარა ამბავი გაეცოცხლებინათ — Ter Ensis, ლათინურად „სამი ხმალია“; შესაბამისად, გერბის ფორმაში გამოკვეთილი სამი წაგრძელებული ხმლის სილუეტიც, გრაფიკულად, ტერენცების გვარს ასახავს.

V Canto-ს სურნელი Ensis — თვით ბედისწერის მიერ შექმნილი ხმალია, რათა ორი შეყვარებული, უსასრულო ჩახუტებით, სამუდამოდ გააერთიანოს. მისი არომატი თხელ, თუმცა ინტენსიურ კვალს ტოვებს, რომელიც მტრედის დაღმავალი ფრენისას ჰაერის კვეთას მოგვაგონებს. ექსტრაქტის ხასიათს იდეალურად გადმოსცემს წითელი ხილით და ქარვის აკორდებით გამყარებული ციტრუსების და კასისის (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) მდუმარე და ძლიერი ნოტები.

V Canto-ს Ensis, საკუთარი არსით, მოვლენათა გარდაუვალი ბუნების მომცველი „ბედისწერის სურნელია“ — არომატული ქმნილება, რომელიც ყველა გრძნობას მაცდურ ფრენაში ითრევს და ყოველი ჩვენგანის შინაგანი სამყაროს ტკბილი ბუდისკენ მიუძღვის!

ზედა ნოტები: ბერგამოტი, მენსი, აბსოლუტური ფოთლები, კასისი

შუა ნოტები: შავი მოცხარი, ბულგარული ვარდი, იასამანი, ველის შროშანი, ჟანგბადი

საბაზისო ნოტები: კაკაო, პაჩული, ქარვის ნოტები, მუშკი, ფოლადი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Hydroxycitronnellal, Geraniol, Citral, Eugenol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია