მთავარიშოპისუნამო

ENCHANTED GARDEN

ENCHANTED GARDEN

Eau de Parfum

სუნამო

Amouroud-ის ახალი დასაწყისების სურნელი — Enchanted Garden, ადრეულ დილას, მზის პირველი სხივებით გამთბარ, ცვრის ნამით დაფარულ ბაღს მოგაგონებთ.

მოცულობა:

Not Chosen

607.00 ₾
აღწერა

Amouroud-ის ახალი დასაწყისების სურნელი — Enchanted Garden, ადრეულ დილას, მზის პირველი სხივებით გამთბარ, ცვრის ნამით დაფარულ ბაღს მოგაგონებთ.

კომპოზიცია მწიფე, მწვანე კვირტების აფეთქებით იშლება. ვნებიანი თეთრი ფურცლების ფენების ცეკვაში, ერთმანეთის მიყოლებით იფურჩქნება ყვავილები.

ამ გულუხვი პარფიუმის სიმფონიას ტუბეროზა, ფორთოხლის ყვავილი, ჟასმინი და ილანგ ილანგი ერწყმის და Enchanted Garden-ის სადღესასწაულო სიმღერას, კომპლექსური არომატების ჰარმონიული ჟღერადობით ამდიდრებს.

შეუდარებელი თეთრი და მწვანე ყვავილების თემატიკის ექოს, მელოდიებს შორის ჩაქსოვილი მგრძნობიარე ამბრის სითბო და საკმეველის ნოტები აძლიერებს.

გამხსნელი ნოტები: გალბანუმი (ფერულას ფისი), ტუბეროზის ფურცლები, ტუნისის ნეროლი, ახლადმოკრეფილი რევანდი

გულის ნოტები: ზაფხულის ილანგი, ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი, დანამასტაკის აბსოლუტი 

საბაზისო ნოტები: კრემოვანი ამბრი, ტონკას მარცვლები, საკმეველის ზეთი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.