ENCENS FLAMBOYANT
EAU DE PARFUM
სუნამო
Goutal-ის Encens Flamboyant ფარდის უკნიდან, ჩუმად დანახული ანტიკური არომატული რიტუალის მსგავსად გვაჯადოებს და გვაინტრიგებს; ისე, რომ საკუთარ სახეს სრულად არასოდეს გვიჩვენებს.
Not Chosen
ჰაერი მომაჯადოებელ, მათრობელა არომატს გაუჟღინთავს: უცნობი წყაროდან მომავალ სურნელს ყველა გრძნობს. საკმეველის სანათურიდან კვამლის თხელი ენები ბოლავს…
Goutal-ის Encens Flamboyant ფარდის უკნიდან, ჩუმად დანახული ანტიკური არომატული რიტუალის მსგავსად გვაჯადოებს და გვაინტრიგებს; ისე, რომ საკუთარ სახეს სრულად არასოდეს გვიჩვენებს.
გამხსნელი ნოტები: საკმეველი, შავი პილპილი
გულის ნოტები: საკმეველის ფისი, მუსკატის კაკალი, ილი
საბაზისო ნოტები: ძველი ტაძრების საკმეველი, ლეღვის ბალზამი, დანამასტიკი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE) , AQUA (WATER), Linalool, Limonene, Geraniol, Coumarin, Citral, Isoeugenol
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).