მთავარიშოპისუნამო

ELIXIR VIRGIN LEATHER

ELIXIR VIRGIN LEATHER

Extrait de Parfum

სუნამო

Amouroud-ის მერქნოვან-აღმოსავლური არომატი Virgin Leather, დასახელების — „ხელუხლებელი ტყავის“ მსგავსი ელეგანტურობითაა აღსავსე.

მოცულობა:

Not Chosen

822.00 ₾
აღწერა

Amouroud-ის მერქნოვან-აღმოსავლური არომატი Virgin Leather, დასახელების — „ხელუხლებელი ტყავის“ მსგავსი ელეგანტურობითაა აღსავსე.

მისი სურნელი, უკიდურესი დახვეწილობის გამოვლინებით იშლება: უმაღლესი ხარისხის სუფთა ტყავი იის, ორისის (ზამბახის აკორდი) და ბრაზილიური გარდენიის ნოტებს ერწყმის და ზომიერ, თუმცა, ამავდროულად, თამამ ყვავილოვან ელემენტს გვთავაზობს.

კომპოზიციის გულში, ზაფრანის სახასიათო, ტყავისებრ-მიწიერი ესენცია ეგვიპტური ვარდის და ილანგ ილანგის ამაღელვებელ, ხრაშუნა ნოტებს უერთდება.

სურნელის მოქნილი, ნაზი ბაზა, ჰაიტის ვეტივერის და კასტორიუმის ნაზავის კანივით თბილი, ნედლი შეგრძნებით მოგიცავთ და უდის ხის ნოტებით, ხანგრძლივად მდრგად ნაკვალევს მოგანიჭებთ.

გამხსნელი ნოტები: ია, ორისი (ზამბახის აკორდი), ბრაზილიური გარდენია, სუფთა ტყავი

გულის ნოტები: ეგვიპტური ვარდი, ზაფრანა, ილანგ ილანგი

საბაზისო ნოტები: უდის ხე, კასტორიუმი, ჰაიტის ვეტივერი, ტყავის აკორდი

ბრენდის შესახებ

AMOUROUD-ის იდეა, ინოვაციური მემკვიდრეობის შედეგად დაიბადა და განსხვავებული ხედვის დამსახურებით, პერსონალიზებული სუნამოების ბუტიკის — Perfumer's Workshop-ის საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა:

გაიცანით აქცენტების იდეალური პროპორციითა და პოეტური ბალანსით შექმნილი დახვეწილი კომპოზიციებით გამორჩეული ბრენდი, რომელიც არომატების ინდივიდუალური ნაზავის კონცეფციის ევოლუციას გვთავაზობს.

AMOUROUD-ის სუნამოების ხასიათი მოციმციმე და მეოცნებეა, ამავდროულად, პროვოკაციული და ბნელიც: მათი მსუბუქი, თუმცა თბილი აკორდები, როგორც რეალური ისტორიებით, ასევე — წარმოსახვითი ემოციებით აკინძული სენსორული მოგონებების კოლექციებს ქმნის: მერქნების, ყვავილების, ფესვების და ბალახეულის ენაზე ნაამბობ, სიმშვიდის, ხალისისა და ვნების ემოციების აღმძვრელ სურნელოვან ამბებს.