ELEVATION
Parfum
Spirit of Kings-ის არომატი Elevation კოლექცია The Wisdom Collection-ის შემადგენელია. The Wisdom Collection ძველ წიგნებსა და ტომეულებში აღმოცენებული ხილის ხის — საგვარეულო სიბრძნის და გამჭრიახობის მნიშვნელობის სურნელოვანი ილუსტრაციაა.
Not Chosen
Spirit of Kings-ის არომატი Elevation კოლექცია The Wisdom Collection-ის შემადგენელია.
The Wisdom Collection ძველ წიგნებსა და ტომეულებში აღმოცენებული ხილის ხის — საგვარეულო სიბრძნის და გამჭრიახობის მნიშვნელობის სურნელოვანი ილუსტრაციაა.
ამ კოლექციის ფლაკონების ფერი მწვანეა — როგორც ზრდის, კეთილდღოების მეტაფორა.
Spirit of Kings-ის პიკანტური, ტყავისებრი ტიპის Elevation მამაკაცისა და ქალის სუნამოა, რომელიც სამეფო კარის უმაღლესი ხელისუფლების ავტორიტეტულ პოზიციაზე დაწინაურებას, დახვეწილობას, დიდი იდეალებისკენ ლტოლვას ასახავს.
Elevation, ლიმონის ციტრუსოვანი ნოტებით, მეტაფორულ ოდას მიაგებს სიცხადეს; მასში შემავალი შავი პილპილისა და ტყავის ნოტები კი — ძლიერების სიმბოლოს განასახიერებენ. სანდალის ხე სურნელოვან კომპოზიციაში უკვდავი ელეგანტურობის სიმბოლო და ამაღლებული ლიდერობის ასპექტის განმსაზღვრელია, სამეფოში უკლებლივ ყველას კეთილდღეობას, პატივისცემას და კულტურულ წინსვლას რომ შთააგონებს.
ზედა ნოტები: ლიმონი, შავი პილპილი, კვიპაროსი
შუა ნოტები: ვარდი, იისი, სალბი
ბაზა: სანდალოზის ხე, ტყავი, ვეტივერი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER),
LIMONENE, ALPHA-ISOMETHYL IONONE, BENZYL ALCOHOL, BENZYL BENZOATE, BENZYL
CINNAMATE, CINNAMAL, CINNAMYL ALCOHOL, CITRAL, CITRONELLOL, COUMARIN,
EUGENOL, GERANIOL, LINALOOL, METHYL2 -OCTYNOATE.
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.