მთავარიშოპისასაჩუქრე ნაკრებები
Eight Hour® Moisture at Play 3-Piece Gift Set
CREAM & BALM
სასაჩუქრე ნაკრები 3 პროდუქტის შემადგენლობით: Eight Hour® Moisture at Play 3-Piece Gift Set
Not Chosen
Elizabeth Arden-ის ნაკრები შეიცავს:
- 50-მლ-იანი შეფუთვით წარმოდგენილ კანის გამწმენდ თიხის ორმაგ ნიღაბს
- 45-მლ-იანი შეფუთვით წარმოდგენილ მსუბუქი სტრუქტურის მქონე კანის ტექსტურის დამხვეწ დამატენიანებელს
- 3,7-გრამიანი შეფუთვით წარმოდგენილ ტუჩის დამცავ საცხს SPF 15-მოქმედებით
მოცემული საშუალებების სინერგიით, კანს დაიტენიანებთ, გაისუფთავებთ, დაიცავთ და განახლებულ, დახვეწილ იერს მიანიჭებთ.
…
Elizabeth Arden-ის სასაჩუქრე ნაკრები The Eight Hour® Moisture at Play 3-Piece Gift Set, სახის ყოველდღიური მოვლისთვის საჭირო სრულყოფილ გადაწყვეტილებას გთავაზობთ:
- 50-მლ-იანი შეფუთვით წარმოდგენილი კანის მსუბუქი გამწმენდი, ათქვეფილი მუსის სტრუქტურითა და 2-1-ში მოქმედებით — HydraPlay™ 2-in-1 Cleanser, კანს, აქერცვლის გარეშე ასუფთავებს.
- 45-მლ-იანი შეფუთვით წარმოდგენილი ყოველდღიური დამატენიანებელი კრემი — HydraPlay™ Skin Perfecting Daily Moisturizer, მსუბუქი სტრუქტურით, კანის ღრმა ჰიდრატაციასა და ხარვეზების გაუფერულებაზე მუშაობს; ხვეწს ტექსტურას და გლუვ, მანათობელ იერს ანიჭებს.
- 3,7-გრამიანი შეფუთვით წარმოდგენილი ტუჩის დამცავი საცხი SPF 15-მოქმედებით, კანს ამშვიდებს, ატენიანებს და გამოშრობისა და ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დაზიანებებისგან იცავს.
ნაკრების გულმოდგინედ ფორმულირებული საშუალებები, კანის მოვლის ისეთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტების ნაზავს შეიცავს, როგორიცაა: ბალანსის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი დატენიანებისთვის აუცილებელი ჰიალურონის მჟავა, სკვალანი და პრებიოტიკები. ყველა ტიპის კანისთვის იდეალური სამეული Eight Hour® Moisture at Play 3-Piece Gift Set, გამამხნევებელი, დამცავი და გამაჯანსაღებელი მოქმედებით, დილის და ღამის მარტივ, თუმცა ეფექტურ რუტინას გთავაზობთ. იდეალურია, როგორც სასაჩუქრედ, ასევე — პერსონალური გამოყენებისთვის: ნებისმიერი მომხმარებლის კანზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰიდრატაციითა და კომფორტული შეგრძნებით ზრუნავს!
თითქმის საუკუნეზე მეტია, რაც Elizabeth Arden, უკვდავი ელეგანტურობის, მეცნიერული ინოვაციებისა და უკომპრომისო ხარისხის განსახიერებად გვევლინება: საკულტო მოვლის საშუალებების სფეროში გარღვევებით დაწყებული, დახვეწილი მაკიაჟისთვის საჭირო პროდუქციით დასრულებული, ყოველ მომხმარებელს, განუწყვეტლივ, თავდაჯერებისა და ბუნებრივი სილამაზის გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ფუფუნებასა და მაღალ ტექნოლოგიებში ფესვგადგმული ბრენდი, კლასიკური და ამავდროულად, თანამედროვე კონცეფციით, თაობათა შთაგონებას, დღემდე განაგრძობს!
სასაჩუქრე ნაკრები Moisture at Play 3-Piece Gift Set, მოვლის სრულყოფილი რუტინის უზრუნველსაყოფად, აერთიანებს სახის გამწმენდ ლოსიონს, კანის ტექსტურის დამხვეწ დამატენიანებელს და ტუჩის დამცავ საცხს SPF 15-მოქმედებით.
- დამატენიანებელი და გამამხნევებელი მოქმედება: კანს, გამოშრობის გარეშე ასუფთავებს და სიღრმისეულად ატენიანებს; ხარვეზებს აუფერულებს, ტუჩებს კი — სიგლუვეს ანიჭებს და მთელი დღის განმავლობაში, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან იცავს.
- რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის: თითოეული საშუალება, მსუბუქი სტრუქტურის ფორმულით, ნებისმიერი ტიპის კანისთვის, დამაბალანსებელ, დამატენიანებელ და ტექსტურის დამხვეწ მოქმედებას უზრუნველყოფს.
- მოვლის მარტივი ყოველდღიური რიტუალი: გამოიყენეთ გამწმენდი სახის დასაბანი საშუალების ან ნიღბის ფუნქციით. განაგრძეთ მოვლა დამატენიანებელი კრემით და დააგვირგვინეთ რუტინა ტუჩის დამცავი საცხით, საჭიროებისამებრ.
- ნაკრებში წარმოდგენილი საშუალებები, კანის მოვლისთვის აუცილებელი ინგრედიენტებით, მათ შორის — გლიცერინით, პრებიოტიკებით და პოსტბიოტიკებითაა გაძლიერებული, რაც, თითოეული პროდუქტის გამოყენებისას, მკვებავ, ბუნებრივი ტენიანობის შემანარჩუნებელ და დამამშვიდებელ ეფექტებს უზრუნველყოფს.
Aqua/Water/Eau Glycerin Squalane, Propanediol, Sucrose Stearate, 1,2-Hexanediol, Ammonium Acryloyldimethyltaurate/Beheneth-25 Methacrylate Crosspolymer, Biosaccharide Gum-4, C13-15 Alkane, Caprylic/Capric Triglyceride, Caprylyl Glycol, Carbomer, Carnos,ine, Diisopropyl Adipate, Dimethylmethoxy Chromanol, Disodium EDTA, Glyceryl Caprylate, Glyceryl Stearate Citrate, Hydroxyacetophenone, Lauroyl Lysine, Mica, Parfum (Fragrance), Polyglyceryl-6 Oleate, Saccharide Isomerate, Saccharomyces Ferment, Sclareol,ide, Sodium Hyaluronate, Tetrasodium EDTA, Tocopheryl Acetate, Chlorphenesin, Phenoxyethanol, Titanium Dioxide (CI 77891), Citrus Aurantium Bergamia Peel Oil, Citrus Aurantium Peel Oil, Citrus Limon Peel Oil, Geraniol, Hexyl Cinnamal, Limonene, Linalool,, Linalyl Acetate, Pinene, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes. B05484
Aqua/Water/Eau Kaolin Glycerin, Myristic Acid, Lactococcus Ferment Lysate, Palmitic Acid, Butylene Glycol, Glyceryl Stearate SE, Stearic Acid, Illite, Montmorillonite, Potassium Hydroxide, Lauric Acid, Phenoxyethanol, 1,2-Hexanediol, Caprylyl Glycol, G,lyceryl Stearate, Hydroxyacetophenone, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Parfum (Fragrance), PEG-100 Stearate, Polysorbate 60, Sorbitan Isostearate, Squalane, Tetrasodium EDTA, Xanthan Gum, Sodium Benzoate, Sodium Chloride,, Titanium Dioxide (CI 77891), Citrus Limon Peel Oil, Limonene, Linalool, Linalyl Acetate. B05820
Petrolatum Polybutene Ethylhexyl Methoxycinnamate, Bis-Diglyceryl Polyacyladipate-2, Diisostearyl Malate, Polyethylene, Ozokerite, Lanolin, Octyldodecyl Neopentanoate, Benzophenone-3, Mica, Butyl Methoxydibenzoylmethane, Synthetic Fluorphlogopite, Hydr,ogenated Polyisobutene, Synthetic Wax, Cetyl PEG/PPG-10/1 Dimethicone, Hexyl Laurate, Polyglyceryl-4 Isostearate, BHT, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Cera Alba/Beeswax/Cire D'abeille, Cocos Nucifera (Coconut) Oil, Parfum (Fragrance), Tocopheryl Acet,ate, Benzoic Acid, Iron Oxides (CI 77491), Yellow 5 Lake (CI 19140), Beta-Caryophyllene, Camphor, Citral, Citronellol, Citrus Limon Peel Oil, Eucalyptus Globulus Oil, Geraniol, Geranyl Acetate, Lavandula Oil/ Extract, Lemongrass Oil, Limonene, Linalool,, Linalyl Acetate, Pelargonium Graveolens Flower Oil, Pinene, Terpineol, Turpentine. B05164
დაიწყეთ რუტინა 2-1-ში მოქმედების ყოველდღიური გამწმენდით: გამოიყენეთ HydraPlay™ 2-in-1 Daily Cleanser, როგორც სახის დასაბანი საშუალება ან კანის მეტად ღრმა წმენდისა და აღდგენისთვის, 1-წუთიანი ნიღბის ფუნქციით.
განაგრძეთ მოვლა ყოველდღიური ულტრადამატენიანებელი საშუალებით — HydraPlay™ Skin Perfecting Daily Moisturizer: წაისვით სრულად მშრალ ან ნოტიო კანზე, ტენიანობის შესანარჩუნებლად.
დააგვირგვინეთ მოვლა ტუჩის დამცავი საცხით, დახეთქილი კანის დასამშვიდებლად, დასარბილებლად და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.