Eight Hour® HydraPlay™ Skin Perfecting Daily Moisturizer
გაიცანით Elizabeth Arden-ის საკულტო კრემ Eight Hour® Cream, HydraPlay™-ის ახალი ვერსია — მრავალფუნქციური, სასწაულმოქმედი დამატენიანებელი, 8-1-ში მოქმედებით
Not Chosen
Eight Hour® HydraPlay™ Skin Perfecting Daily Moisturizer-ის ფორმულა, კანში, სწრაფად შეიწოვება, ატენიანებს, გამოანათებს, აკონტროლებს ჭარბი ცხიმის გამოყოფას, ავიწროებს ფორებს, ხვეწს ტექსტურას და ამზადების მაკიაჟის წასასმელად.
დამატენიანებლის 2-კვირიანი რეგულარული გამოყენების შედეგად, კანი, მეტად ნათელი, გლუვი და ერთგვაროვანია; შესამჩნევად მცირდება ფორების ხილვადობაც1. წასმისთანავე, ათანაბრებს ტექსტურას და ნიადაგს ამზადებს მაკიაჟისთვის2; ერთთვიანი რეგულარული გამოყენების პირობებში კი, კანის ელფერსაც, შესამჩნევად აუმჯობესებს.
3კრემის ფორმულის 95% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს შეადგენს*: გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა, ჰიდრატაციას და კანის სტრუქტურის შევსებას უზრუნველყოფს; შაქრის ლერწმისგან წარმოებული სკვალანი — ტენიანობის ბარიერის გაძლიერებას; კანის ტექსტურის დამხვეწი ბოტანიკური კომპლექსი — Botanical Blurring Complex კი, ჭარბი ცხიმის გამოყოფის კონტროლს, ხარვეზების გაუფერულებასა და ხავერდოვან ტექსტურას.
კრემის ფაქიზი, არაკომედოგენური და ვეგანური ფორმულა, ყველა ტიპის, მათ შორის — მგრძნობიარე კანისთვისაც რეკომენდებულია**.
1. მონაცემები ეყრდნობა კრემის 2-კვირიანი გამოყენების შემდგომ, 64 მონაწილეზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს: მონაწილეებს შორის, მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც იმყოფებოდნენ.
2. მონაცემები ეყრდნობა კრემის გამოყენებისთანავე, 64 მონაწილეზე, მყისიერად წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს.
3. მონაცემები ეყრდნობა კრემის 4-კვირიანი გამოყენების შემდგომ, 64 მონაწილეზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს: მონაწილეებს შორის, მგრძნობიარე კანის მქონე ინდივიდებიც იმყოფებოდნენ.
*ნედლეულის ბუნებრივი წარმოშობის შემცველობაზე დაყრდნობით
**თვითშეფასებაზე დაყრდნობით
დაიტანეთ დამატენიანებელი კრემის 1-2 წვეთი თითის წვერებზე და ოდნავ შეათბეთ; ლიფტინგის მსუბუქი ეფექტისთვის, გადაინაწილეთ შუბლის, ლოყების და ნიკაპის ზონებზე, სახის ცენტრიდან გარე კუთხეებისა და საფეთქლებისკენ, ნაზი მოძრაობებით. ყელზე წასმისას, ეცადეთ, კრემი, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, ზეწოლის გარეშე გადაინაწილოთ.
გამოიყენეთ Eight Hour® HydraPlay™ Skin Perfecting Daily Moisturizer დილით და ღამით.
- მსუბუქი სტრუქტურით გამორჩეული, მრავალფუნქციური მოქმედების სახის დამატენიანებელი, ბუნებრივი წარმოშობის გლიცერინის, ჰიალურონის მჟავას, სკვალანისა და კანის ტექსტურის დამხვეწი ბოტანიკური კომპლექსის — Botanical Blurring Complex-ის შემცველობით, ეფექტურად აღადგენს ტენიანობის ბარიერს, ავიწროებს ფორებს, აკონტროლებს ჭარბი ცხიმის გამოყოფას, აუფერულებს ხარვეზებს და კანს, მაკიაჟის წასასმელად ამზადებს: არბილებს, ანიჭებს ხავერდოვნებას და ბრწყინვალებას.
- პროდუქტი ეყრდნობა არაკომედოგენურ, ვეგანურ ფორმულას
Ingredients: Aqua/Water/Eau, Squalane, Glycerin, Propanediol, Sucrose Stearate, 1,2-Hexanediol, Ammonium Acryloyldimethyltaurate/Beheneth-25 Methacrylate Crosspolymer, Biosaccharide Gum-4, C13-15 Alkane, Caprylic/Capric Triglyceride, Caprylyl Glycol, Carbomer, Carnosine, Diisopropyl Adipate, Dimethylmethoxy Chromanol, Disodium Edta, Glyceryl Caprylate, Glyceryl Stearate Citrate, Hydroxyacetophenone, Lauroyl Lysine, Mica, Polyglyceryl-6 Oleate, Saccharide Isomerate, Saccharomyces Ferment, Sclareolide, Sodium Hyaluronate, Tetrasodium Edta, Tocopheryl Acetate, Parfum (Fragrance), Geraniol, Hexyl Cinnamal, Limonene, Linalool, Chlorphenesin, Phenoxyethanol, Titanium Dioxide (Ci 77891). B03362
დაიტანეთ დამატენიანებელი კრემის 1-2 წვეთი თითის წვერებზე და ოდნავ შეათბეთ; ლიფტინგის მსუბუქი ეფექტისთვის, გადაინაწილეთ შუბლის, ლოყების და ნიკაპის ზონებზე, სახის ცენტრიდან გარე კუთხეებისა და საფეთქლებისკენ, ნაზი მოძრაობებით. ყელზე წასმისას, ეცადეთ, კრემი, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, ზეწოლის გარეშე გადაინაწილოთ.
გამოიყენეთ Eight Hour® HydraPlay™ Skin Perfecting Daily Moisturizer დილით და ღამით.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.