Eight Hour® Daily Hydrating Body Lotion
ყოველდღიური გამოყენების ტანის დამატენიანებელი ლოსიონი Eight Hour® Daily Hydrating Body Lotion for Dry
Not Chosen
Elizabeth Arden-ის ახალი ტანის ლოსიონი — Eight Hour® Daily Hydrating Body Lotion, ბუნებრივი წარმოშობის შიის კარაქის, ავოკადოს ზეთის და პრებიოტიკური კომპლექსის შემცველობით, ხანგრძლივი დროით ატენიანებს, იცავს და უვლის. პროდუქტის ვეგანური ფორმულა, გამომშრალ კანს, შვების მომგვრელი დამატენიანებელი მოქმედებით მოეფინება, აძლიერებს ბარიერს და ნაზ, მბრწყინავ, ჯანსაღ იერსახეს ანიჭებს.
…
თუ მთელი დღის განმავლობაში კანის სრულყოფილად დატენიანება გსურთ, მიმართეთ Elizabeth Arden-ის ახალ ტანის ლოსიონს — Eight Hour® Daily Hydrating Body Lotion.
მშრალი კანის მოსავლელად და დასაცავად შექმნილი მრავალმხრივად სასარგებლო, მსუბუქი სტრუქტურის საშუალება გაჟღენთილია ბუნებრივად მიღებული შიის კარაქით, ავოკადოს ზეთით, გლიცერინით და ნატურალური წარმოშობის პრებიოტიკური კომპლექსით, რაც ტენიანობის ბარიერს აძლიერებს და კანს ჰიდრატაციას, ბრწყინვალებასა და ჯანსაღ იერსახეს ანიჭებს.
ლოსიონის ვეგანური, უცხიმო, სასიამოვნოდ სურნელოვანი ფორმულა, კანში სწრაფად იწოვება და სირბილისა და სიგლუვის შეგრძნებებს გპირდებათ!
- ბუნებრივი წარმოშობის შიის კარაქის შემცველობით, კანს, ეფექტურად კვებავს და ატენიანებს
- ბუნებრივი წარმოშობის ავოკადოს ზეთის გლიცერინის შემცველობით, კანის ტენიანობის დონეს აძლიერებს
- ბუნებრივი წარმოშობის პრებიოტიკების კომპლექსის შემცველობით, კანის ზედაპირს, ჯანსაღ იერს ანიჭებს
- ტანის ლოსიონი ვეგანურ ფორმულას ეყრდნობა
Aqua/Water/Eau, Glycerin, Cetyl Alcohol, Paraffinum Liquidum/Mineral Oil/Huile Minérale, Dimethicone, Glyceryl Stearate, PEG-100 Stearate, Zea Mays (Corn) Starch, 1,2- Hexanediol, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Alpha-Glucan Oligosaccharide, Beta- Glucan, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Caprylyl Glycol, Ceteareth-20, Cetearyl Alcohol, Panthenol, Persea Gratissima (Avocado) Oil, Tetrasodium EDTA, Tocopheryl Acetate, Triethanolamine, Parfum (Fragrance), Citral, Geraniol, Hexyl Cinnamal, Limonene, Linalool, Ethylparaben, Methylparaben, Phenoxyethanol. B03197
წაისვით ლოსიონი სხეულზე დილას და ღამით, მოვლის სხვა პროდუქტებისგან დამოუკიდებლად.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.