მთავარიშოპიMoisture Heroes

Eight Hour® Cream Skin Protectant Lightly Scented

Eight Hour® Cream Skin Protectant Lightly Scented

მრავალფუნქციური კრემი კანის დამცავი და დამატენიანებელი მოქმედებითა და მსუბუქი სურნელით Eight Hour® Cream Skin Protectant for Dry

მოცულობა:

Not Chosen

117.00 ₾
აღწერა

Elizabeth Arden-ის მრავალფუნქციური კრემი — Eight Hour® Cream ჯილდოს მფლობელი კანის დამცავი საშუალებაა: აცხრობს მზისგან დამწვარ კანს, ატენიანებს დახეთქილ ტუჩებს, მკურნალობს გაუხეშებულ იდაყვებს და კოჟრებს. ის, ასევე, მთელი მსოფლიოს ვიზაჟისტების საიდუმლო ხელსაწყოა, ფეხების, ტუჩების და ქუთუთოებისთვის ბზინვარების მისანიჭებლად და წარბებისა და ნუნების მოსაწესრიგებლად.
კლასიკური კრემი — Eight Hour® Cream Skin Protectant, გამოყენების უთვალავ საშუალებას გვთავაზობს.

1930 წელს, თავად ელიზაბეტ არდენის მიერ შექმნილ ლეგენდარულ კანის დამამშვიდებელ პროდუქტს — Eight Hour® Cream Skin Protectant-ს, მყისიერი წარმატება მოჰყვა. გაინტერესებთ, რამ განაპირობა კრემის ასეთი ეფექტურობა? — ელიზაბეტ არდენმა, ვაზელინსა და E ვიტამინთან ერთად, კოსმეტიკის ისტორიაში, ერთ-ერთმა პირველმა, კანის დამამშვიდებელი ბეტა-ჰიდროქსი გამოიყენა. გარგრისფერი ბალზამი კლიენტების ფავორიტ პროდუქტად იქცა, ქალბატონი არდენი კი, მას, თავისი განთქმული, სუფთა ჯიშის ცხენებითვის, ფეხების დამამშვიდებელ საშუალებადაც კი იყენებდა.

კრემის სახელწოდებაც აღსანიშნავ ეფექტურობას უკავშირდება: Eight Hour® („რვა საათიანი“) მას ერთგულმა კლიენტმა უწოდა, მას შემდეგ, რაც შვილის დაზიანებული მუხლის სამკურნალოდ გამოიყენა და სულ რაღაც 8 საათში, შესამჩნევ შედეგს მიაღწია.

- ვაზელინის, E ვიტამინის და სალიცილის მჟავას შემცველი ფორმულა, კანის მრავალფუნქციურ მოვლას უზრუნველყოფს: ნებისმიერ გარემოში, ეფექტურად ატენიანებს და იცავს
- კრემი, დამამშვიდებელ, დამცავ და დამატენიანებელ ეფექტს, 8 საათამდე ხანგრძლივობით ინარჩუნებს
- გამოიყენება გამომშრალი კანის დასამშვიდებლად, მზის/ყინვის ზემოქმედებით გამოწვეული მსუბუქი დამწვრობების, ნაკაწრების და აბრაზიების სამკურნალოდ

PETROLATUM, LANOLIN, MINERAL OIL/PARAFFINUM LIQUIDUM/HUILE MINÉRALE, ACACIA DECURRENS EXTRACT, DIPTERYX ODORATA BEAN EXTRACT, VANILLIN, TOCOPHEROL, TOCOPHERYL ACETATE, BHT, SALICYLIC ACID, RICINUS COMMUNIS (CASTOR) SEED OIL, VEGETABLE OIL/OLUS/HUILE VÉGÉTALE, ZEA MAYS (CORN) OIL, BENZYL ALCOHOL, IRON OXIDES (CI 77491, CI 77492).

გამოყენების წესი

წაისვით კრემი სხეულის ნებისმიერ ზონაზე, თავიდან — ფეხებამდე; ტენიანობის შესანარჩუნებლად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჰიდრატაციისა და კანისთვის ჯანსაღი იერსახის მისანიჭებლად.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.