Eight Hour® Cream Nourishing Lip Balm SPF20
ტუჩის მკვებავი ბალზამი მზისგან დამცავი SPF 20 მოქმედებით Eight Hour® Cream Nourishing Lip Balm SPF 20 for Dry
Not Chosen
მშრალი და აქერცლილი ტუჩები დისკომფორტის გამომწვევია: Elizabeth Arden-ის ყოველდღიური გამოყენების მკვებავი ბალზამი, მზისგან დამცავი SPF 20 მოქმედებითა და ვიტამინების და მინერალების ეფექტური კომბინაციით, თქვენს ტუჩებს, საჭირო ტენიანობით ანებივრებს და სინაზეს და სიგლუვეს უნარჩუნებს; ამავდროულად, მზის ულტრაიისფერი და უხილავი სხივებისგან შეუდარებელ დაცვას გთავაზობთ.
Eight Hour® Cream Nourishing Lip Balm SPF 20 წარმოადგენს პორტაბელურ შეფუთვაში მოთავსებულ ბალზამს კომფორტული, დახრილი აპლიკატორით, რომელიც, თქვენს ტუჩებს, მოვლის საჭირო კომპონენტებით მოეფინება და მთელი დღის განმავლობაში, კაშკაშა, ჯანსაღ, მიმზიდველ იერსახეს ანიჭებს.
ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საშუალება, დახეთქილ ტუჩებს, 8 აუცილებელი ვიტამინით, საკვები ნივთიერებებითა და მინერალებით აღადგენს: გაძლიერებული მზისგან დამცავი ფართო სპექტრის SPF 20-მოქმედებით, გრძელი და მოკლე (UVA/UVB) ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვებას გვრის გამომშრალ კანს. ბალზამი, რეგულარული გამოყენებით, კანს არბილებს და სიგლუვესა და ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს.
POLYBUTENE, MICROCRYSTALLINE WAX/CERA MICROCRISTALLINA/CIRE MICROCRISTALLINE, PETROLATUM, RICINUS COMMUNIS (CASTOR) SEED OIL, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER, NYLON-12, DIOCTYLDODECYL DODECANEDIOATE, C12-15 ALKYL BENZOATE, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, GLYCERETH-26, BUTYLOCTYL SALICYLATE, LANOLIN, ASTROCARYUM MURUMURU SEED BUTTER, BEESWAX/CERA ALBA/CIRE D'ABEILLE, COPERNICIA CERIFERA (CARNAUBA) WAX/CERA CARNAUBA/CIRE DE CARNAUBA, HELIANTHUS ANNUUS (SUNFLOWER) SEED OIL, HONEY EXTRACT, HYDROGENATED CASTOR OIL, LINOLEIC ACID, LINOLENIC ACID, NASTURTIUM OFFICINALE FLOWER/LEAF EXTRACT, RETINYL PALMITATE, TOCOPHEROL, TOCOPHERYL ACETATE, BHT, IRON OXIDES (CI 77491, CI 77492).
დააჭირეთ თითები შეფუთვას და წაისვით ბალზამი აპლიკატორის წვერით. გაიმეორეთ მოქმედება საჭიროებისამებრ და ისიამოვნეთ ტუჩის მეტად ნაზი, გლუვი სტრუქტურით.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.