მთავარიშოპისუნამო

EFİL

EFİL
EFİL

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის არომატი EFİL ღრმად ემოციური პასუხია კითხვაზე, თუ როგორი შეიძლება, იყოს თქვენთვის მოძღვნილი მსოფლიოში საუკეთესო ვარდის სუნი.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

წარმოიდგინეთ: მარმარილოს ზედაპირზე წევხართ და თქვენს შეგრძნებებს იატაკზე მიმობნეული ახლადმოკრეფილი ვარდის ფურცლები აცოცხლებენ. მათი ჯადოსნური სურნელი ვარდის არსიდან თქვენს არსში აღწევს.

REGALIEN-ის არომატი EFİL თითოეული ჩვენგანის თვითგანწმენდის ანარეკლად გარდაიქმნება.


გამხსნელი ნოტები: ესპანური ლიმონი, ვაშლი „ვარდისფერი ლედი“, შავი მოცხარის კვირტების აბსოლუტი (ნათელი, ხილისებრი, მერქნისებრი ნოტი ოდნავ ანიმალისტური შტრიხით), ოზონისებრი ყვავილოვანი ნოტები (ოზონის ნოტები: რეპროდუქციული პარფიუმერული აკორდი ჰაერის, წყლის, გამაგრილებელი, მეტალის ნოტებით და ზღვიდან მონაბერი ბრიზის, სასიამოვნო ნიავში ნაზად მოფრიალე სუფთა სარეცხის ასოციაციებით, ქლორის ან ლითონის დახვეწილი ტონების კრისტალური აქცენტებით)

გულის ნოტები: ცენტიფოლიას ვარდის ექსტრაქტი, წითელი მიხაკი, შროშანი, პაჩულის ნოტი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელიც პაჩულის ზეთისგან განსხვავებით, ნაკლებად ტკბილ-ნესტიანი სურნელით ხასიათდება და შიპრისებრი ტიპის არომატებში გამოიყენება)

საბაზისო ნოტები: მუსენონის მუშკი პარფიუმერული ინგრედიენტი ნიტრომუშკის ტიპის ელეგანტური სურნელით. წააგავს მუშკის კეტონს, თუმცა მეტად ანიმალისტური, ბუნებრივი ტონალობით ხასიათდება), მუსკარომი (მუშკი ტიპის მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი მუშკისებრი, ქარვისებრი, მერქნისებრი, პუდროვანი, ბალზამისებრი-კრემოვანი, ტყავისებრი ნოტებით), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), წითელი კენკრა

Alcohol, Parfum, Aqua, Amyl Cinnamal, Benzyl Benzoate, Benzyl Salicylate, Citral, Citronellol, Coumarin, Eugenol, Farnesol, Geraniol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Isoeugenol, Limonene, Linalool

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.