EDEN
Eau de Parfum
სუნამო
The Woods Collection-ის არომატი Eden ედემის ბაღის სურნელოვანი ალეგორიაა.
Not Chosen
The Woods Collection-ის არომატი Eden ედემის ბაღის სურნელოვანი ალეგორიაა.
სამოთხე მართლაც არსებობს: ტყეების გულში, ღრმადაა მიმალული; ვარდის, სანდალის ხის და პაჩულის ფენების ქვეშ. თუ ძებნას განაგრძობთ, ბერგამოტს და ქარვასაც აღმოაჩენთ. საბოლოოდ კი რეალური სამყარო სრულად უჩინარდება, მიმოიხედავთ და გაიფიქრებთ: „როგორც იქნა, სწორ ადგილას აღმოვჩნდიო“.
ტყეების სიღრმეში მოგზაურობა სამოთხისკენ მიგიკვლევთ გზას — „ხეების კოლექციის“ (The Woods Collection) „ედემისკენ“.
ნოტები და ინგრედიენტები: ბერგამოტი, ვარდი, ტყის ხავსი
ბერგამოტი, ვარდი, ვუდი ხავსი
დაე, ბუნებამ გიჩვენოთ გზა…
რა საიდუმლოებებს მალავს უღრანი ტყის გული?
გაილაშქრეთ ეკლიან ბილიკებზე, დააბიჯეთ ველურ ფესვებსა და მდინარის ტალახიან სანაპიროებზე, რათა აღმოაჩინოთ, სად იმალება ტყის განძი. ველური ბუჩქი გზას უთმობს მაღალ ფიჭვს და მუხას. მზის სხივები თაღებად შეკრულ დაბურული ხეების ტოტებში იჭრებიან, ყურში ტყის ბუნებრივი რიტმების ბზუილი ჩაგესმით.ტკბილი ბალზამის, მერქნოვანი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მდიდრული ვანილის და ფიჭვის არომატები, თქვენს შეგრძნებებს იპყრობს. ტყის სიმშვიდეში დანარჩენი სამყარო უჩინარდება. ტყე თავის საიდუმლოებებს გვიმხელს, ჩვენ კი — ვუსმენთ. შეამზადეთ გრძნობები ამ მოგზაურობისთვის…
Natural By The Woods-ის სუნამოები პარიზში, პარფიუმერული ხელოვნების ოსტატების მიერ მზადდება.
ბრენდის ქვაკუთხედი
მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური პარფიუმერული ინგრედიენტები სულ უფრო და უფრო გავრცელებული ხდება, Natural By The Woods, სუნამოების ნატურალური წარმოების მეთოდებს ემხრობა — ბუნებრივი ექსტრაქტების და ათწლეულების წინანდელი ტექნოლოგიების გამოყენებას.
სამოთხე
იტალიის ქალაქ სიენას მახლობლად, მთებში, მუხის ტყით დაჩრდილულ მიწის პატარა ნაკვეთზე, მომცრო ზომის ფერმა იმალება. იქაურობა 60 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, ახლა კი, ველური და კულტივირებული ფლორით, სუნამოების ოსტატობისადმი მიძღვნილი პარფიუმერული ბაღია გაშენებული.
სიენას ფერმა ყველა პარფიუმერის საოცნებო ადგილია, მცენარეთა უძველესი და ახალი ჯიშებითა და საკუთარი დისტილერიებით.
ტექნიკები
Amaranthus Herbis-ის „ცხვირი“ და შემოქმედებითი დირექტორი — ვინსენტ გამბინო სიენას ფერმას იყენებს, როგორც კვლევებისა და ინოვაციების სივრცეს. ოსტატი, მხატვრული პარფიუმერიის განსავითარებლად, ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციულ და თანამედროვე ტექნიკებს და საკუთარი ხელით არჩევს Natural By The Woods-ის ნიშური არომატების ყოველ ინგრედიენტს.