მთავარიშოპისუნამო

Eau So Beautiful

Eau So Beautiful
Eau So Beautiful

Eau de Parfum

სუნამო

Christina Aguilera-ს Eau So Beautiful კაშკაშა, ყვავილოვანი არომატია.

მოცულობა:

Not Chosen

63.00 ₾
აღწერა

ფემინურობის არსი: როგორც ყურადღების ცენტრში, ასევე — განმარტოებით: ქრისტინა აგილერა ასხივებს თავდაჯერებას, საკუთარი ჭეშმარიტი სილამაზის სინათლეს. Christina Aguilera-ს ამაღელვებელი სუნამო — Eau So Beautiful ყველა ქალს პერსონალურად უძღვნის ჰიმნს “I am beautiful in every single way” (ტექსტის ნაწყვეტი პოპვარსკვლავის ცნობილი ჰიტიდან Beautiful).

დაე, ქრისტინას მსგავსად, თქვენმა მშვენიერებამაც თამამად გამოანათოს!

Eau So Beautiful-ის კაშკაშა, ყვავილოვანი სურნელი იშლება ვალენტინის თურინჯის (იგივე პომელო) კაშკაშა ნოტებით, იის დაჭყლეტილი ფოთლებისა და ველური ჟოლოს დამატყვევებელი, ავთენტური ბზინვარებით.

სულს აფორიაქებენ გარდენიას, ჟასმინის და ხეობის შროშანის ენერგიული ყვავილოვანი ნოტები, მაგნოლიას მდიდრული აკორდი კი — გრძნობებისადმი მიძღვნილი ნაზი, ყვავილოვანი სასიყვარულო წერილის მსგავსად იკითხება.

გამყოლი მოქმედებისთვის, კომპოზიციაში თბილი ფენები ჩააქსოვეს: კრემოვანი სანდალის ხე (სანდალვუდი / სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ეგებება ათქვეფილი ვანილისა და ღრუბლოვანი მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ბრწყინვალებასა და სიფაქიზეს.

Top notes: Wild Strawberry, Valentine Pummelo, Crushed Violet Leaf Absolute;

Heart notes: Gardenia, Jasmine, Lily of the Valley, Magnolia;

Base notes: Whipped Vanilla, Creamy Sandalwood, Cloud Musks

Alcohol Denat. Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Alcohol, Propylene Glycol, Tris(Tetramethylhydroxypiperidinol) Citrate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Citronellol, Geraniol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Methyl 2-Octynoate, Ext. Violet 2 (CI 60730). B00787

ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი — ქრისტინა აგილერა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ვარსკვლავური პარფიუმერული ფრანჩიზის მფლობელია: Christina Aguilera მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, გერმანიაში კი, ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავურ ბრენდს წარმოადგენს.

Christina Aguilera-ს პარფიუმერული სახლი, 2007 წლიდან, დამატყვევებელ სუნამოებს ქმნის, რომლებიც ქალების მოტივაციას ემსახურება და ფემინურობასა და სიძლიერეს მიაგებს ოდას.

შეაბიჯეთ ქრისტინა აგილერას ინტიმურ სურნელოვან სამყაროში და აღმოაჩინეთ არომატები, რომლებიც მის ვარსკვლავურ ძალას, თავდაჯერებასა და მგრძნობიარობას ასხივებენ. მისი კოლექციის ყოველი პროდუქტი იმ თანამედროვე ქალის ყოველდღიური თანმხლებია, რომელსაც სურს, საკუთარ ცხოვრებას გლამურის მცირე დოზა შემატოს, ახალ სოციუმში ინტეგრაციას კი არასოდეს უშინდება.