მთავარიშოპითმის & ტანის მოვლა

Eau Dynamisante Treatment Fragrance Spray

Eau Dynamisante Treatment Fragrance Spray

სამკურნალო სუნამო კანის და გონების მოვლისა და გამხნევებისთვის. for Combination; Dry; Normal; Oily

მოცულობა:

Not Chosen

191.00 ₾
აღწერა

გაიცანით Eau Dynamisante („ენერგიული წყალი“) — CLARINS-ის პირველი საკულტო, სამკურნალო არომატი! პროდუქტის 95% ბუნებრივ ინგრედიენტებს წარმოადგენს, მისი სურნელი კი, სხეულს და გონებას, ენერგიასა და ტონუსს ანიჭებს.
Eau Dynamisante იდეალურია დღის პოზიტიურად დასაწყებად ან დროებით მოთენთილობასთან გასამკლავებლად.

საწყის ეტაპზე, არომატის გრილ სურნელს, ტკბილი და მწარე ფორთოხლის გამხსნელი ნოტები — მანდარინი და პეტიტგრაინი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით) ამჟღავნებენ.

გულის ნოტები — ლავანდინი (ლავანდის ბუნებრივი ჰიბრიდი მეტად გრილი და ევკალიპტისებრი სურნელით — ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული. იზრდება ველურად, პროვანსის მშრალ პლატოებზე), ევკალიპტი, ტარხუნა და მუსკატის კაკალი, კომბინირებულია პაჩულის სურნელთან და განვითარების შემდეგ ეტაპზე, არომატს გამამხნევებელ ხასიათს ანიჭებს.

Eau Dynamisante, ორგანული წითელი ჟენშენის ექსტრაქტის მასტიმულირებელი თვისებისა და მასთან კომბინირებული ტონუსის მომნიჭებელი ორგანული ციტრუსოვანი ხილის, პაჩულის, მწარე ფორთოხლის, როზმარინის და თეთრი ქონდრის ეთერზეთებით, კანის ენერგიას და სიმკვრივეს აღადგენს.
სუნამოს საკულტო წითელი ფლაკონი მრავალჯერადი გამოყენებისაა.

Delicately scented skin. Toned and firmed skin. Energising and refreshing sensation.

ALCOHOL. AQUA/WATER/EAU. ALOE BARBADENSIS LEAF JUICE. PARFUM/FRAGRANCE. GLYCERIN. BETAINE. LIMONENE. LINALOOL. HEXYL CINNAMAL. CITRAL. PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE. COUMARIN. EUGENOL. ALPHA-ISOMETHYL IONONE. THYMUS CITRIODORUS FLOWER/LEAF EXTRACT. CITRIC ACID. AESCULUS HIPPOCASTANUM (HORSE CHESTNUT) SEED EXTRACT. POTASSIUM SORBATE. SODIUM BENZOATE. PANAX GINSENG ROOT EXTRACT. GERANIOL. CITRONELLOL. [C3921A]

გამოყენების წესი

შხეფების ფორმატით: დაიტანეთ არომატი მთელ სხეულზე: მიისხურეთ სპრეი ხელის გულებზე და გადაინაწილეთ.
სპრეის ფორმატით: მიისხურეთ პროდუქტი, როგორც სუნამო: არომატული სასარგებლო თვისებების სრულად ასათვისებლად, შეისხით ხელებზე, შეატყუპეთ ხელის გულები, შემდეგ კი, მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ მოქმედება 3-ჯერ.
ბოლოს, მიისხურეთ არომატი მაჯებზე ან პირდაპირ ტანსაცმელზე.
ნისლის ფორმატით: გამოიყენეთ პროდუქტი თქვენს სუნამოსთან ერთად.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.