მთავარიშოპისუნამო

EAU DU SUD

EAU DU SUD

EAU DE TOILETTE

სუნამო

Goutal-ის არომატი Eau du Sud შუა ზამთარში გამომკრთალი მზის სხივის მსგავსად, ანიკ გიუტალის საყვარელი ხმელთაშუა ზღვის მთელ ხიბლს ასხივებს.

მოცულობა:

Not Chosen

495.00 ₾
აღწერა

ზაფხულის დღეების დამამშვენებელი კაშკაშა მზე, საუბრების ფონად — ციკადების სიმღერა, მაგიდის გარშემო გატარებული საღამოები და ღამის გრილ ჰაერში ნელ-ნელა ჩაძირული სიმშვიდე…

Goutal-ის არომატი Eau du Sud შუა ზამთარში გამომკრთალი მზის სხივის მსგავსად, ანიკ გიუტალის საყვარელი ხმელთაშუა ზღვის მთელ ხიბლს ასხივებს.

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, სპარსული ლაიმი, გალბანუმი, ბაღის პიტნა

გულის ნოტები: რეჰანი, ცოცხანა

საბაზისო ნოტები: ვეტივერი, პაჩული, მუხის ხავსი

Alcohol Denat. , Aqua (Water /Eau) , Parfum (Fragrance) , Limonene , Alpha-Isomethyl Ionone , Citral , Citronellol , Eugenol , Geraniol , Hexyl Cinnamal , Linalool

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).