მთავარიშოპისუნამო

EAU D'HADRIEN

EAU D'HADRIEN

SHOWER OIL

სუნამო

Goutal-ის დახვეწილი შხაპის ზეთი — Eau d’Hadrien როგორც თქვენი სილამაზის რუტინის პირველი ნაბიჯი, კანს ფაქიზად ასუფთავებს და ამავე ბრენდის არომატის სურნელს აცოცხლებს.

მოცულობა:

Not Chosen

150.00 ₾
აღწერა

Goutal-ის დახვეწილი შხაპის ზეთი — Eau d’Hadrien როგორც თქვენი სილამაზის რუტინის პირველი ნაბიჯი, კანს ფაქიზად ასუფთავებს და ამავე ბრენდის არომატის სურნელს აცოცხლებს.

ზეთი, ინტენსიური, დამამშვიდებელი ნოტებით, აბაზანის მიღებისას, რელაქსაციის და კეთილდღეობის შეგრძნებებს აღძრავს, კანს კი ხანგრძლივად გამყოლი, ნაზი ვუალით მოეფინება.

გამხსნელი ნოტები: სიცილიური ლიმონი, ციტრონი, გრეიფრუტი, ბერგამოტი

გულის ნოტები: იტალიური მწავნე მანდარინი, ღვიის კენკრა

საბაზისო ნოტები: კვიპაროსი, ილანგ ილანგი, მუშკი

AQUA / WATER / EAU, SODIUM LAURETH SULFATE, PARFUM / FRAGRANCE, COCAMIDOPROPYL BETAINE, SORBITOL, CAPRYLYL/CAPRYL GLUCOSIDE, LIMONENE, POLYSORBATE 60, LAURYL GLUCOSIDE, PHENOXYETHANOL, SODIUM BENZOATE, SODIUM CHLORIDE, CITRIC ACID, LINALOOL, CITRAL, HYDROXYCITRONELLAL, POLYQUATERNIUM-10, SODIUM CITRATE, DISODIUM EDTA, GERANIOL, CITRONELLOL, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).