მთავარიშოპისუნამო

EAU D'HADRIEN

EAU D'HADRIEN

EAU DE PARFUM

სუნამო

Goutal-ის უკვდავი არომატი და პარფიუმერული სახლის პირველ დიდ წარმატებად მიჩნეული — Eau d’Hadrien უბრალო მოგონებებს მიღმა, ტოსკანური მზით გაჩახჩახებულ მთლიან სოფელს მოიცავს.

მოცულობა:

Not Chosen

419.00 ₾
აღწერა

ხანდახან, მარტივი პასაჟის წაკითხვისას აღძრულ მძაფრ ემოციას, ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მოცემული განცდები, პარფიუმერ ანიკ გიუტალს, იტალიაში გატარებულ ერთ ზაფხულს, მარგარიტ იურსენარის წიგნმა — „ადრიანეს მოგონებებმა“ გაუღვივა.

Goutal-ის უკვდავი არომატი და პარფიუმერული სახლის პირველ დიდ წარმატებად მიჩნეული — Eau d’Hadrien უბრალო მოგონებებს მიღმა, ტოსკანური მზით გაჩახჩახებულ მთლიან სოფელს მოიცავს.

Eau d’Hadrien სასიამოვნოდ გრილი, ნათელი ციტრუსების კოქტეილია, დახვეწილი, ელეგანტური და დაუჯერებლად თანამედროვე სურნელით.

გამხსნელი ნოტები: სიცილიური ლიმონი, ციტრონი, გრეიფრუტი, ბერგამოტი

გულის ნოტები: იტალიური მწავნე მანდარინი, ღვიის კენკრა

საბაზისო ნოტები: კვიპაროსი, ილანგ ილანგი, მუშკი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), Limonene, AQUA (WATER/EAU), Linalool, Hydroxycitronellal, Citral, Citronellol, Geraniol, Benzyl benzoate, Benzyl salicylate, Farnesol, Isoeugenol, Eugenol, Amyl cinnamal, Benzyl alcohol

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).