EAU D'HADRIEN
BODY MILK
სუნამო
Goutal-ის ტანის სურნელოვანი რძე — Eau d'Hadrien ამავე სახელწოდების არომატის გემრიელ, ყვავილოვან-ხილისებრ ნოტებს აძლიერებს და დღის განმავლობაში, მის სურნელოვან კვალს ახანგრძლივებს.
Not Chosen
Goutal-ის ტანის სურნელოვანი რძე — Eau d'Hadrien ამავე სახელწოდების არომატის გემრიელ, ყვავილოვან-ხილისებრ ნოტებს აძლიერებს და დღის განმავლობაში, მის სურნელოვან კვალს ახანგრძლივებს.
რძის შიის კარაქით გამდიდრებული ხავერდოვანი სტრუქტურა, გლუვი, უცხიმო დაფარვით, კანში სწრაფად იწოვება და ლამაზი სურნელოვანი მოფერებით მოეფინება.
გამხსნელი ნოტები: სიცილიური ლიმონი, ციტრონი, გრეიფრუტი, ბერგამოტი
გულის ნოტები: იტალიური მწავნე მანდარინი, ღვიის კენკრა
საბაზისო ნოტები: კვიპაროსი, ილანგ ილანგი, მუშკი
AQUA / WATER / EAU, GLYCERIN, PROPANEDIOL, DIMETHICONE, PARFUM / FRAGRANCE, BUTYLENE GLYCOL DICAPRYLATE/DICAPRATE, OCTYLDODECYL MYRISTATE, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER, HYDROGENATED CASTOR OIL ISOSTEARATE, GLYCERYL STEARATE, 1,2-HEXANEDIOL, HYDROGENATED POLY(C6-14 OLEFIN), PEG-100 STEARATE, POLYACRYLATE-13, LIMONENE, C14-22 ALCOHOLS, POLYISOBUTENE, CETEARYL ALCOHOL, LINALOOL, C12-20 ALKYL GLUCOSIDE, GLYCERYL CAPRYLATE, SODIUM STEAROYL GLUTAMATE, CITRAL, HYDROXYCITRONELLAL, DISODIUM EDTA, ETHYLHEXYLGLYCERIN, POLYSORBATE 20, SORBITAN ISOSTEARATE, GERANIOL, CITRONELLOL, GLUCOSE, TOCOPHEROL
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).