მთავარიშოპისუნამო

EAU DE MONSIEUR

EAU DE MONSIEUR

EAU DE TOILETTE

სუნამო

მის ელეგანტურობას მეტოქეობას მხოლოდ მისივე მგრძნობიარობა უწევს, თავდაჯერებას კი, გადაჭარბება სულაც არ სჭირდება

მოცულობა:

Not Chosen

495.00 ₾
აღწერა

მის ელეგანტურობას მეტოქეობას მხოლოდ მისივე მგრძნობიარობა უწევს, თავდაჯერებას კი, გადაჭარბება სულაც არ სჭირდება…

Eau de Monsieur ამ ბუნებრივი, დახვეწილი მიმზიდველობით დაჯილდოებულ მამაკაცს, პაჩულისა და სანდალვუდის თბილი ნოტებით მოიცავს.

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი

გულის ნოტები: პიტნა, ღვიის კენკრა, კედარი, გერანიუმი

საბაზისო ნოტები: პაჩული, სანდალვუდი, ვეტივერი

ALCOHOL DENAT., AQUA (WATER/EAU), PARFUM (FRAGRANCE), Limonene, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, Linalool, Citral, Hydroxycitronellal, ETHYLHEXYL SALICYLATE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, Citronellol, Coumarin, alpha-Isomethyl Ionone, Geraniol, CITRIC ACID, BHT

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).