EAU DE CHARLOTTE
EAU DE TOILETTE
სუნამო
ანიკ გიუტალმა, პარფიუმერიის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი გურმანული არომატი — Eau de Charlotte ქალიშვილისა და მისი საყვარელი ტკბილეულის — შოკოლადის ფილის, პურის და შავი მოცხარის შთაგონებით შექმნა.
Not Chosen
„ღორმუცელობა მართლაც სიცელქეა?“
— „დიახ, მაგრამ რაოდენ სასიამოვნოა“…
მოცემულ მოსაზრებას, არც შარლოტა შეეწინააღმდეგებოდა: ანიკ გიუტალმა, პარფიუმერიის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი გურმანული არომატი — Eau de Charlotte ქალიშვილისა და მისი საყვარელი ტკბილეულის — შოკოლადის ფილის, პურის და შავი მოცხარის შთაგონებით შექმნა.
გამხსნელი ნოტი: მოცხარის კვირტები
გულის ნოტები: ჟასმინი, მიმოზას აბსოლუტები მარკოდან, გრასიდან და ინდოეთიდან
საბაზისო ნოტები: კაკაო, ამბრი, ვანილი, ტონკას მარცვლები
ALCOHOL DENAT., AQUA (WATER /EAU), PARFUM (FRAGRANCE), Linalool, Benzyl salicylate, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Cinnamyl alcohol, Hexyl cinnamal, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl benzoate, Coumarin, Benzyl cinnamate, Citral, Benzyl alcohol, Anise alcohol
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).