მთავარიშოპისუნამო

DUEL

DUEL

EAU DE PARFUM

სუნამო

სიძლიერესა და სიფაქიზეს, რაფინირებულ და მგრძნობიარე ასპექტებს შორის განფენილი Goutal-ის არომატი — Duel კონტრასტებს აღნიშნავს და მოგვიწოდებს, კლიშეებს დავუპირისპირდეთ.

მოცულობა:

Not Chosen

587.00 ₾
აღწერა

ტყეში სეირნობისას, თვალწინ, შუა საუკუნეების რაინდების ზმანება წარმოგვიდგება, ასეულობით წლის წინ, უძველეს ხეებს შორის, ცხენებს რომ დააჭენებდნენ; მათი ტყავის ფეხსაცმლისა და სველი მიწის სურნელი, თითქოს, კვლავაც შეიგრძნობა.

სიძლიერესა და სიფაქიზეს, რაფინირებულ და მგრძნობიარე ასპექტებს შორის განფენილი Goutal-ის არომატი — Duel კონტრასტებს აღნიშნავს და მოგვიწოდებს, კლიშეებს დავუპირისპირდეთ.

გამხსნელი ნოტი: პარაგვაის პეტიტგრაინი 

გულის ნოტები: მუსკატის კაკალი, ზამბახი

საბაზისო ნოტები: ტყავი, მწვანე მატეს აბსოლუტი, გაიაკის ხე

ALCOHOL DENAT., AQUA (WATER/EAU), PARFUM (FRAGRANCE), Limonene, Linalool, Citral, Geraniol

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).