მთავარიშოპიTravel Essentials

Double Serum Light Texture

Double Serum Light Texture

Clarins-ის საკულტო, 2-1-ში შრატი, ახლა, უკვე, მსუბუქი სტრუქტურით და 22 რევოლუციური მცენარეული ინგრედიენტით. for Combination, Dry, Normal, Oily

მოცულობა:

Not Chosen

349.00 ₾
აღწერა

Clarins-ის საკულტო, 2-1-ში შრატი, ახლა, უკვე, მსუბუქი სტრუქტურით და 22 რევოლუციური მცენარეული ინგრედიენტით, მათ შორის — ორგანული გიგანტური პროვანსის ლეწრმის*, კურკუმას და 5 აქტიური მოლეკულის შემცველობითაა წარმოდგენილი. 7-დღიანი რეგულარული მოხმარების პირობებში, კანს, შესამჩნევად ამკვრივებს, აგლუვებს და აბრწყინებს; ამცირებს ფორების ხილვადობასაც1. იდეალურია ცხიმიანი კანისთვის და თბილი, ტენიანი კლიმატური პირობებისთვის.

- კანს შესამჩნევად ჭიმავს და ამკვრივებს, ნაოჭებს კი — ამცირებს

- აძლიერებს კანის ტენიანობის ბარიერს5

- ხასიათდება დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და მკვებავი მოქმედებებით

- აძლიერებს კანის ბრწყინვალებას

- შესამჩნევად ავიწროებს ფორებს

- ხვეწს კანის ტექსტურას

ბრენდის ბესტსელერი შრატის უახლესი გენერაცია, წინამორბედის მსგავსად, უპრეცედენტო ანტიასაკობრივი ძალით და 50%-ით მსუბუქი ფორმულითაა2 აღჭურვილი. 5 წლის განმავლობაში წარმოებული ეპიგენეტიკური კვლევების შთაგონებით, Double Serum Light Texture-ის 2-1-ში ფორმულა, დაბერების 2 ტიპთან ბრძოლის ახალ საზღვრებს აწესებს: ეფექტურად აჩერებს, როგორც, ქრონოლოგიური დაბერების, ასევე, ახლა, უკვე — გარემოს და ცხოვრების სტილის აგრესორებით, მათ შორის, დიეტით, ძილის რეჟმის დარღვევის და დაბინძურების ზემოქმედებით გამოწვეულ ე.წ. „ეპიდაბერების“ პროცესებსაც. ტექნოლოგია Epi-Aging Defense Technology, აძლიერებს კანის მედეგობას გარემოს და ცხოვრების სტილის ზემოქმედებით გამოწვეული დაბედებისადმი, კურკუმას ექსტრაქტი კი, სწორედ, ქრონოლოგიური პროცესების შეჩერებაზე მუშაობს. Double Serum Light Texture-ის სულ რაღაც, ერთი წვეთიც კი საკმარისია, რომ თქვენი კანი, მეტად გლუვი და ახალგაზრდული გახდეს!3

Double Serum Light Texture გაძლიერებულია, ასევე, Clarins-ის ექსკლუზიური ტექნოლოგიით — Lightweight Tri-Oil Technology: მძლავრი, თუმცა სწრაფად აქროლვადი მცენარეული ზეთების სამეული, კანს, სისუფთავისა და სიმსუბუქის შეგრძნებას ანიჭებს და არც ცხიმოვან ნარჩენებს ტოვებს.

6 პატენტით დაცული4 და 22 უახლესი მცენარეული კომპონენტით გამდიდრებული ულტრასენსორული, ულტრამსუბუქი ანტიასაკობრივი შრატი, რევოლუციურ ტექნოლოგია Epi-Aging Defense Technology-სა და ექსკლუზიურ აღმოჩენას — ორგანული გიგანტური პროვანსის ლეწრმის ექსტრაქტს* ეყრდნობა, რაც კანს, ცხოვრების წესის ზემოქმედებით გამოწვეული დაბერებისადმი რეზისტენტულს ხდის;

ახალგაზრდულობის შემანარჩუნებელი ინგრედიენტი — კურკუმა, მძლავრი მცენარეული ექსტრაქტები და 5 სუფთა აქტიური მოლეკულა კი, 5 სასიცოცხლო ფუნქციის — ჰიდრატაციის, ნუტრიციის, ოქსიგენაციის, რეგენერაციისა და დაცვის გაძლიერებაზე მუშაობს, რაც, თავის მხრივ, ქრონოლოგიურ დაბერებას აფერხებს და ამავდროულად, 24-საათიანი დამატენიანებელი მოქმედებით6, ტენიანობის ბარიერს აძლიერებს5.

რეტინოლის მსგავსად, თანასწორად ეფექტური7 ბრენდის ექსკლუზიური ჰარუნგანას ექსტრაქტი*, პეპტიდებთან ერთად, შემავსებელ, გამამკვრივებელ მოქმედებასა და სიგლუვის ეფექტს უზრუნველყოფს. ორგანული კალანხოეს ექსტრაქტი*, ჰიალურონის აცეტილირებულ მჟავასთან კომბინაციით, კანს, ატენიანებს, ამშვიდებს და ბრწყინავლე იერს ანიჭებს. ორგანული ცხენის წაბლის ყვავილის ექსტრაქტი*, მცენარეულ სკვალანთან ერთად, აღმდგენი და მკვებავი მოქმედებებით ხასიათდება; გოქშოს ექსტრაქტისა და ცხენის წაბლის ესცინის (მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება — ცხენის წაბლის თესლის ძირითადი მოქმედი კომპონენტი) სინთეზი კი, ოქსიგენაციას ასტიმულირებს.

Double Serum Light Texture-ის ფორმულა, ასევე, ჯანჯაფილის შროშანის ექსტრაქტისა და E ვიტამინის წარმოებულის კომბინაციით, დაბერების ადრეული ნიშნების წარმოქმნას აღმოფხვრავს. მის შემადგენლობაშია კანის ზოგადი მდგომარეობის გამაუმჯობესებელი ინგრედიენტები: ფორების შემავიწროებელი ორგანული ხემარწყვას ნაყოფის ექსტრაქტი*, ბრწყინვალების გამაძლიერებელი საღამოს ფურისულის ექსტრაქტი და მყისიერი ლიფტინგის ეფექტის მქონე ორგანული შვრიის შაქარი*. შრატის სულ რაღაც, 7-დღიანი უწყვეტი გამოყენების პირობებში, კანი, შესამჩნევად მკვრივდება, ნაოჭები — უფერულდება, ბრწყინვალება — ძლიერდება, ფორები კი — ვიწროვდება1.

Double Serum Light Texture-ის ხელახლა შემუშავებული ბიომიმეტიკური ორფაზოვანი ფორმულა, კანის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი წყლის და ცხიმის შთაგონებით, წინამორბედის მსგავსად, ოქროს სტანდარტის პროპორციას ეყრდნობა: 2/3-ს წყალში ხსნადი, ჰიდრული ინგრედიენტები შეადგენს, 1/3-ს კი — ზეთში ხსნადი, ლიპიდური ინგრედიენტები. მოცემული შემადგენლობით, შრატი, კანში სწრაფად იწოვება და დაბერების ხილული ნიშნებზეც, ეფექტურად მუშაობს.

პროდუქტის ფლაკონი აღჭურვილია ახალი, რეგულირებადი დისკით, რაც, კანის საჭიროებისამებრ, ზუსტი დოზის ამოტუმბვას უზრუნველყოფს. Double Serum Light Texture იდეალურია კომბინირებულიდან ცხიმიანამდე ტიპის კანისთვის და მათთვის, ვინც თბილ, ტენიან კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ.

არ შეიცავს მინერაულრ ზეთებს.

მაქსიმალური ეფექტისთვის, შრატის გამოყენების მომდევნო საფეხურზე, განაგრძეთ მოვლა დამატენიანებელი კრემით.

Double Serum Light Texture-მა, 2025 წელს, Harper’s Bazaar-ის კანის მოვლის საუკეთესო საშუალების ჯილდო მოიპოვა.

Clarins Plus

ეპიგენეტიკის მეცნიერების სფეროში წარმოებული კოსმეტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ კანის დაბერების გამომწვევ მიზეზებს შორის, 85% ცხოვრების სტილსა და გარემოს ზემოქმედებაზე მოდის. Clarins-ის ლაბორატორიებში, 800 მცენარის ექსტრაქტს შორის, შეარჩიეს და კოსმეტიკის ისტორიაში, პირველად გამოიყენეს პოლიფენოლებით და ფლავონოიდებით მდიდარი ორგანული გიგანტური პროვანსის ლერწმის* ექსტრაქტი: მოცემული ინგრედიენტი, დიეტებით, ვარჯიშით, ულტრაიისფერი სხივებით, გარემოს დაბინძურებითა და სხვა მავნე ზემოქმედებით გამოწვეული კანის ეპიდაბერებისადმი რეზისტენტულობას აძლიერებს.

Double Serum Light Texture-ის გამოყენების შედეგად:

- შრატის 7-დღიანი უწყვეტი გამოყენების პირობებში, კანი, შესამჩნევად მკვრივი, გლუვი და ბრწყინვალე ხდება, ფორები კი — შევიწროებული*

- კანის სიმკვრივე, 20%-ით* ძლიერდება

- ნაოჭები 15%-ით* მცირდება

- ბრწყინვალება 38%-ით* ძლიერდება

- ფორების ხილვადობა, 21%-ით მცირდება

*Double Serum Light Texture-ის ფორმულის შემადგენელი ორგანული ინგრედიენტები, ევროპულ რეგულაცია CE 2018/848-სთან შესაბამისობაშია წარმოებული

1. მონაცემები ეყრდნობა შრატის 7-დღიანი სტრუქტურირებული რეჟმის პირობებში გამოყენების შემდგომ, 406 ქალზე წარმოებული თვითშეფასების კვლევის შედეგებს

2. მონაცემები ეყრდნობა 13 ექსპერტის მიერ წარმოებულ სენსორულ ანალიზს, წინამორბედ Double Serum-თან შედარებით

3. მონაცემები ეყრდნობა შრატის ერთჯერადი გამოყენების შემდგომ, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ 380 ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს

4. პროდუქტს პატენტები მიენიჭა საფრანგეთში, აქტიური ინგრედიენტების გარკვეული ჯგუფის შემადგენლობის საფუძველზე

5. 33 ქალზე, შრატის გამოყენებიდან 8 საათამდე წარმოებული კვლევის ფარგლებში შესწავლილი ტრანსეპიდერმული წყლის კარგვის კინეტიკა

6. მონაცემები ეყრდნობა 24 ქალზე წარმოებული ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს

7. მონაცემები ეყრდნობა ნაოჭსაწინააღმდეგო და კანის ტექსტურის გამათანაბრებელი მოქმედების შემსწავლელი შედარებითი კლინიკური კვლევის შედეგებს: კვლევის ფარგლებში, 46 ქალი, 56 დღის განმავლობაში, ორგანული ჰარუნგანას* ექსტრაქტის ან რეტინოლის შემცველ საბაზისო საშუალებას იყენებდა, რომელთა ინგრედიენტების პროცენტული შემადგენლობაც, სრულად შეესაბამებოდა მზა პროდუქტის შემადგენლობას

Visibly firm, smooth, boost radiance, and refine pores in 7 days.*

+20%* firmer skin

-15%* reduced wrinkles

+38%* boosted radiance

-21%* refined pores

AQUA/WATER/EAU. C9-12 ALKANE. GLYCERIN. UNDECANE. CETEARYL ISONONANOATE. ISONONYL ISONONANOATE. PENTYLENE GLYCOL. TRIDECANE. PROPANEDIOL. SILYBUM MARIANUM SEED OIL. SQUALANE. BUTYLENE GLYCOL. FRUCTOSE. ETHYLENE/PROPYLENE/STYRENE COPOLYMER. PARFUM/FRAGRANCE. TROMETHAMINE. HYDROXYACETOPHENONE. AVENA SATIVA (OAT) KERNEL EXTRACT. TOCOPHERYL ACETATE. ESCIN. CARBOMER. ETHYLHEXYLGLYCERIN. ALOE BARBADENSIS LEAF JUICE POWDER. SODIUM ACETYLATED HYALURONATE. THEOBROMA CACAO (COCOA) EXTRACT. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. AESCULUS HIPPOCASTANUM (HORSE CHESTNUT) EXTRACT. LEONTOPODIUM ALPINUM FLOWER/LEAF EXTRACT. BUTYLENE/ETHYLENE/STYRENE COPOLYMER. DISODIUM EDTA. MALTODEXTRIN. XANTHAN GUM. CURCUMA LONGA (TURMERIC) ROOT EXTRACT. PERSEA GRATISSIMA (AVOCADO) OIL UNSAPONIFIABLES. MELISSA OFFICINALIS LEAF EXTRACT. CARAMEL. HIPPOPHAE RHAMNOIDES KERNEL EXTRACT. SODIUM LACTATE. MUSA SAPIENTUM (BANANA) FRUIT EXTRACT. OENOTHERA BIENNIS (EVENING PRIMROSE) FLOWER/LEAF/STEM EXTRACT. HARUNGANA MADAGASCARIENSIS EXTRACT. KALANCHOE PINNATA LEAF EXTRACT. MANGIFERA INDICA (MANGO) LEAF EXTRACT. SODIUM BENZOATE. TOCOPHEROL. CITRIC ACID. CENTAUREA CYANUS FLOWER EXTRACT. HEDYCHIUM CORONARIUM ROOT EXTRACT. COCO-GLUCOSIDE. DIPSACUS SYLVESTRIS EXTRACT. ARUNDO DONAX STEM EXTRACT. JANIA RUBENS EXTRACT. PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE. POTASSIUM SORBATE. SODIUM CITRATE. MALPIGHIA EMARGINATA (ACEROLA) SEED EXTRACT. ARBUTUS UNEDO FRUIT EXTRACT. HELIANTHUS ANNUUS (SUNFLOWER) SEED OIL. PALMITOYL TRIPEPTIDE-1. CI 14700/RED 4. PALMITOYL TETRAPEPTIDE-7. [V4467A]

გამოყენების წესი

წაისვით შრატი სუფთა სახეზე და ყელზე, დილით და ღამით: გადაინაწილეთ კანზე ნაზი ზეწოლით, მოარიდეთ თვალის კონტურებს. დაიწყეთ მოქმედება სახის ზონიდან და ზემოდან ქვემოთ მიმართული მოძრაობებით, გადაინაწილეთ შრატი ხელის და დეკოლტეს ზონებზე.

- ამოტუმბეთ ორმაგი შრატი და დაიწვეთეთ ხელის გულზე. შეათბეთ მიქსტურა სხეულის ტემპერატურამდე, რათა კანში უკეთ შეიწოვოს.

- გადაინაწილეთ თანაბრად ხელებით, სახის და ყელის ზონებზე.

- წაისვით 3-3-ჯერ, მსუბუქი ზეწოლით, ლოყების ზონებზე, 3-ჯერ — შუბლზე და 3-3-ჯერ ყელის გასწვრივ (არ შეეხოთ ფარისებრი ჯირკვლის ზონას).

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.