Double Serum Eye
თვალების გარშემო კანის მოვლის ყველაზე კომპლექსური საშუალება,ახლა, უკვე, განახლებული ფორმულით.
Not Chosen
თვალების გარშემო კანის მოვლის ყველაზე კომპლექსური საშუალება*, ახლა, უკვე, განახლებული ფორმულით — Clarins’-ის თვალის საკულტო ანტიასაკობრივი შრატის კონცენტრირებული ძალითაა აღჭურვილი! გაინტერესებთ, ამ პროდუქტის ეფექტურობის საიდუმლო რაში მდგომარეობს? — ორმაგი ანტიასაკობრივი მოქმედება, დაბერების 2 ტიპის პროცესის შეჩერებას ემსახურება:
- ცხოვრების წესით და გარემოს ზემოქმედებით განპირობებულ ეპიგენეტიკურ დაბერებას;
- ქრონოლოგიურ დაბერებას, როგორც დროის მსვლელობასთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ პროცესს;
Double Serum Eye-ს ორმაგი ფორმულა, კანის ბრწყინვალების გაუმჯობესებასა და ნაოჭების შემცირებას, მძლავრი ინგრედიენტების კომბინაციის დამსახურებით, გაძლიერებული ეფექტით** უზრუნველყოფს.
- მარჟორამის (ორეგანოს მსგავსი არომატული მწვანილი) ექსტრაქტი, ცხოვრების სტილის ზემოქმედებით წარმოქმნილი ეპიგენეტიკური ცვლილებების 98%-ს** ანეიტრალებს
- კურკუმას ექსტრაქტი — კანის 5 სასიცოცხლო ფუნქციის სტიმულირებით, ქრონოლოგიური დაბერების ნიშნების შემცირებას უწყობს ხელს
- ნიაცინამიდი — მოყავისფრო მუქი წრეების გაუფერულებაზე მუშაობს, თვალის კონტურებს გამოანათებს და ბრწყინვალებას აღადგენს
- ცხენის წაბლის ესცინი (მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება (ცხენის წაბლის თესლის ძირითადი მოქმედი კომპონენტი) — ტრიტერპენული საპონინების ნარევი ვენების და კაპილარების დამცავი და ანთებასაწინააღმდეგო მოქმედებით) — კანის ყოველი შრის კვებაზე პასუხისმგებელი მიკროელემენტების ქსელზე ზემოქმედებით, მოლურჯო ფერის, დაზიანებული სისხლძარღვებით წარმოქმნილ მუქ წრეებს აუფერულებს
- ფიტოკოფეინი კი — შეშუპებებს აცხრობს
უწყვეტი ინოვაციის კვალდაკვალ, შრატის ახალი თაობის ორმაგი დისპანსერი, ეკომეგობრული დიზაინითაა ოპტიმიზებული: წრიული ეკონომიკის მხარდასაჭერად, მისი 94% რეციკლირებულ მასალას წარმოადგენს და თავის მხრივ, გამოყენების შემდგომ, 40%-ით კვლავ რეციკლირებადია***.
დოზირების ახალი, ციფერბლატიანი სისტემა, უნიკალურ, სრულად პერსონალიზებულ გამოცდილებას გთავაზობთ.
თვალის კონტურის ფაქიზი კანისთვის იდეალური დამამშვიდებელი და გამამხნევებელი სტრუქტურა, გამოყენებისას, განსაკუთრებული კომფორტის შეგრძნებებს აღძრავს.
*წინამორბედ შრატთან შედარებით
**ულტრაიისფერი სხივებისა და გარემოს დაბინძურებისადმი მოწყვლად კერატინოციტების კულტურებზე წარმოებული ინ ვიტრო კვლევა
***ქიმიურად გადამუშავებული, მასის ბალანსის მეთოდით
- შესამჩნევად ამცირებს ნაოჭებს, მუქ წრეებს და შეშუპებებს
- კანს, ბრწყინვალებას აღუდგენს, თვალებს კი გამოაცოცხლებს
- აძლიერებს თვალების გარშემო კანის მედეგობას გარემოს აგრესორებისადმი
- ასტიმულირებს თვალების გარშემო კანის 5 სასიცოცხლო ფუნქციას
AQUA/WATER/EAU. PROPANEDIOL. SQUALANE. NIACINAMIDE. PENTYLENE GLYCOL. GLYCERIN. BORON NITRIDE. MALTODEXTRIN. C14-22 ALCOHOLS. CAFFEINE. CAPRYLYL/CAPRYL GLUCOSIDE. HYDROXYETHYL ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER. POLYACRYLATE CROSSPOLYMER-6. 1,2-HEXANEDIOL. PARFUM/FRAGRANCE. TOCOPHERYL ACETATE. ETHYLHEXYLGLYCERIN. ORIGANUM MAJORANA LEAF EXTRACT. C12-20 ALKYL GLUCOSIDE. ESCIN. CAPRYLHYDROXAMIC ACID. AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER. CURCUMA LONGA (TURMERIC) ROOT EXTRACT. PERSEA GRATISSIMA (AVOCADO) OIL UNSAPONIFIABLES. POLYSORBATE 60. SORBITAN ISOSTEARATE. CARAMEL. MARRUBIUM VULGARE EXTRACT. PHENETHYL ALCOHOL. ANTHRISCUS SYLVESTRIS EXTRACT. FURCELLARIA LUMBRICALIS EXTRACT. T-BUTYL ALCOHOL. SODIUM HYDROXIDE. CITRIC ACID. MARIS SAL/SEA SALT/SEL MARIN. [01V4621]
ახალი, ციფერბლატიანი დოზირების სისტემა შექმნილია კანის სპეციფიკური საჭიროებისამებრ, ფლაკონიდან შრატის სასურველი რაოდენობით გადმოსასხმელად:
- შეურიეთ შრატის 2 ფაზა თითებით
- გადაინაწილეთ შრატი თვალების გარშემო, საფეთქლებისკენ მიმართული მსუბუქი ზეწოლით
- სახის მოვლის სპეციალისტების საიდუმლო სასარგებლო მოქმედების გასაძლიერებლად: გადაინაწილეთ შრატი თვალების და ტუჩების გასწვრივ, 2 ზუსტი მასაჟისებრი მოძრაობით, საჩვენებელი და შუა თითების გამოყენებით
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.