DON'T ASK ME PERMISSION
Eau de Parfum Intense
სუნამო
ურცხვი სილამაზის და თავხედური ფემინურობის ინფუზია, რომელიც რიო დე ჟანეიროს ველურ ღამეებში, სიამოვნებებით იტბორება
Not Chosen
არომატის ტიპი: აღმოსავლური (ორიენტალი) / ხილისებრი
ძირითადი ნოტები: ლაიმი, შაქარი, მარაკუია, ილანგ ილანგი, სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ქარვა, კაჩაკა (შაქრის ლერწმისგან დამზადებული ბრაზილიური ლიქიორი)
არომატის შთაგონება
ურცხვი სილამაზის და თავხედური ფემინურობის ინფუზია, რომელიც რიო დე ჟანეიროს ველურ ღამეებში, სიამოვნებებით იტბორება:
მოპატიჟება მარაკუიას კაიპირინას (ბრაზილიური კოქტეილი) დასალევად და კარიოკას (რიო დე ჟანეიროს) სიგიჟეში, თავისუფლების ვნებებში ჩასაკარგად.
არომატის გაშლა ატმოსფეროს ლაიმის და შაქრის სურნელით ჟღინთავს, გული კი ბრაზილიის ეგზოტიკური, თვითნებური სულის განსხეულებაა, მარაკუიას, ილანგ ილანგის და ჰელიოტროპის ნოტებით.
სურვილის და ყველაზე ცხადი სექსუალური ენერგიის გამოხატვა, არომატის აღმოსავლური ტიპის ბაზის კივილია, სადაც წინა პლანზე ქარვა, სანდალის ხე და კაჩაკა გამოდიან.
(ნუ აიღებ ჩემგან ნებართვას) Don’t Ask Me Permission-ის დღიური
რიოს ორომტრიალში, არ მინდა, ვიფიქრო; მსურს, მთელი ცხოვრება, ვნების ცეცხლში ცეკვით გავატარო!
უპასუხისმგებლოდ, ფატალური თავისუფლებით, მიზნების და სინანულის გარეშე!
განაგრძე დალევა, რადგან წინ ღამე გველის, თავისთან რომ წაგვიყვანოს და ქვიშაზე, მხოლოდ საკუთარი სუნთქვის ამარა დაგვტოვოს.
ნუ ალოდინებ მას, რადგან არ გვინდა, ის ჩვენ გვიცდიდეს.
ვნება სასაუბრო ენაა, რომელიც არ ითარგმნება, იმპულსი, რომლითაც კეთილშობილური გრძნობებისგან ნებართვის აღების გარეშე ვტკბებით.
არაფერია იმაზე ინტიმური, ვიდრე საკუთარი სხეულის უცხოსთვის დანებება:
ინსტინქტების ერთგვარი თამაში, ერთმანეთში გადახლართულები, გრძნობათა დაკმაყოფილების მხიარული მიზნისთვის რომ იბრძვიან, ყოველგვარი სულიერი ღირებულებების გაცვლის გარეშე.
თვალები პროვოკაციისგან იწვის; იწვიან ჩვენი სხეულების სიამოვნებასთან განმაშორებელი წამებიც…
ნათქვამია, უწმინდური ქმედებების გამო, ყველანი ცოდვილები ვართო, თუმცა სიმართლე ისაა, რომ არაფერია ცოდვაზე ადამიანური და წმინდა! იმ მოწყვლად წუთებში კი, საკუთარ სურვილებს რომ ვთრგუნავთ, საკუთარი თავის ნაწილსაც ვახშობთ.
თუ ინსტინქტები გვეძახიან, ნება მივცეთ, იყვირონ!
მათი ხმა კი — არა მხოლოდ ხმაური, არამედ ის გამოღვიძება, რომელსაც, ერთ დროს, გაუცნობიერებლად ეძებდი!
ლაიმი, შაქარი, პასიფლორა, ილანგ-ილანგი, სანდალოზის ხე, ქარვა, კაჩაკა.
Alcohol, Parfum (Benzyl salicylate, limonene, hexyl cinnamal, alpha-isomethyl ionone, linalool, coumarin, hydroxycitronellal, citronellol, benzyl benzoate, geraniol, citral), Aqua, Diethyl phtalate.
SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.
სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…
მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.
ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.
დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“