DIAMOND OF VELVET
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის იის და ტყავის ნოტებით შედგენილი არომატი DIAMOND OF VELVET ხავერდის სინაზის და მისი დიდებული სტრუქტურის განსხეულებაა.
Not Chosen
DIAMOND OF VELVET-ის გამხსნელი ნოტები — ატამი, ზაფრანა და იის მწვანე ფოთლის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), გულის ნოტებთან — ზამბახის აკორდთან, ჰელიოტროპთან, ოსმანტუსის ყვავილსა და ჯანჯაფილთან ერთად, აღმოსავლური შტრიხებით გამდიდრებული სურნელოვანი მემკვიდრეობის უნიკალურ კულტურას ასახავს.
კლასიკურ ტყავისებრ არომატს განსხვავებულ, თანამედროვე სუნთქვას ანიჭებენ და საოცრად მომხიბლავ სურნელოვან ატმოსფეროს ქმნიან საბაზისო ნოტები — ტონკას მარცვლები, პაჩული, ამბრეტის ზეთი (ამბრეტი: ბუნებრივი მუშკი), შებოლილი არყის ხის კუპრი (ხის დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული კვამლისებრი, დამწვარი ხის, ტყავისებრი სურნელით) და სტირაქსის ფისი (ლიკვიდამბარის ქერქის ბალზამი).
DIAMOND OF VELVET უკიდურესად გამძლე სუნამოა, ხანგრძლივი სილაჟითა და გამორჩეული სურნელოვანი მიქსტურით.
გამხსნელი ნოტები: ატამი, ფორთოხალი, ზაფრანა, იის ფოთლები
გულის ნოტები: ზამბახი, ჰელიოტროპი, ოსმანტუსი, ნარდი (ინდური კატაბალახა), ჯანჯაფილი
საბაზისო ნოტები: ტონკას მარცვლები, პაჩულის გული, ამბრეტის ზეთი (ბუნებრივი მუშკი), ტყავი, სტირაქსი (ლიკვიდამბარის ქერქის ბალზამი), არყის ხის კუპრი (ხის დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული კვამლისებრი, დამწვარი ხის, ტყავისებრი სურნელით)
Alcohol, Parfum, Aqua, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Benzoate, Benzyl Cinnamate, Cinnamyl Alcohol, Citral, Citronellol, Coumarin, Eugenol, Farnesol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.