მთავარიშოპისუნამო

DIAMOND

DIAMOND
DIAMOND 100 ML + 15 ML

Eau de Parfum

სუნამო

Signature-ს არომატ Diamond-ის სურნელოვანი ცდუნება არაბული ქარვის და საკმეველის გამხსნელი ნოტებით იწყება; მდიდრული, იდუმალი გულის ნოტი კი — ხმელთაშუა ზღვის ტყეებში მოპოვებული და უდაბნოს დიუნების გავლით ტრანსპორტირებული მერქნების უდია.

მოცულობა:

Not Chosen

690.00 ₾
აღწერა

ანტიკური ხანის ბერძნები ფიქრობდნენ, რომ ბრილიანტები ზეციდან ჩამოცვენილ ვარსკვლავთა ნატეხები იყო, ძველ ინდოელებს კი ეს ძვირფასი ქვები ბოროტი ძალებისგან დამცავად მიაჩნდათ. პირველად, რომაელებმა დაიწყეს ბრილიანტის ბეჭდების ტარება — მარადიული კავშირის სიმბოლოს აღსანიშნავად.

ბრილიანტები კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში აცდუნებდნენ და თავიანთი სიწმინდით, ჩვენს მონუსხვას დღემდე ახერხებენ.

Signature-ს არომატ Diamond-ის სურნელოვანი ცდუნება არაბული ქარვის და საკმეველის გამხსნელი ნოტებით იწყება; მდიდრული, იდუმალი გულის ნოტი კი — ხმელთაშუა ზღვის ტყეებში მოპოვებული და უდაბნოს დიუნების გავლით ტრანსპორტირებული მერქნების უდია (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).

დანებდით „უბადლო სიწმინდის“ ღვთაებრივ ცდუნებას — Sillage d’Orient-ის Signature Diamond-ს!

ქარვა, უდი, მუშკი

სუნამოს ძალა მისი შეუცნობელი ხასიათის არომატშია: დახვეწილ ფარჩას ხელით შეეხებით, ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს თვალს გააყოლებთ, შეიგრძნობთ, როგორ დნება პირში გემრიელი ფუა გრა, მაგრამ თავბრუდამხვევი, მათრობელა სურნელი, სრულიად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს!

Sillage d’Orient-ის ყოველი არომატის ჩამოსხმა მისტერიის ბოთლში მომწყვდევის რიტუალია, მათი გამოყენება კი ამ იდუმალი ძალის დაუფლების სიმბოლო!

ზოგი მიიჩნევს, რომ იდეალურად კვეთილი ძვირფასი ქვის ძალა მის დამატყვევებელ ბზინვარებაშია, ზოგს კი — მისი ბრწყინვალე ელფერი ნუსხავს.

რა გზითაც არ უნდა გესაუბრებოდეთ ქვა, ის ამას უსიტყვოდ ახერხებს: შეგრძნებებით, ვიბრაციებით, ენერგიით, თქვენს ქვეცნობიერთან იდუმალი კავშირით…

თქვენი შინაგანი ინტუიცია, ძვირფას ქვასთან, როგორც სულიერ მეგობართან, უხილავ ბმას განაპირობებს. სწორედ ამ გამოუთქმელი კავშირის აღმნიშვნელია Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature. მის ყოველ სუნამოში, შესატყვისი სახელის მქონე ქვის მსგავსად, საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენთ.

გაიცანით Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature-ის სუნამოები და მიაგენით თქვენი სრულყოფისთვის შექმნილ არომატს!