მთავარიშოპისუნამო

DEM

DEM
DEM

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის ლეგენდარული სურნელი DEM გულმოდგინედ შერჩეული ჩაის სახეობების ნოტებისა და მათი პაჩულისთან, ქარვასა და მუშკთან კომბინაციითაა შექმნილი.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

დროა, ჩვენი კულტურის განუყოფელი ტრადიციით — ჩაის მირთმევით გავინებივროთ თავი; შევიგრძნოთ ის სიმშვიდე, ფაიფურის ჭურჭლის სასიამოვნო წკარუნისა და მათ მარგალიტისებრ ფსკერზე, ჩაიდნიდან ჩამოსხმული წყლის მარელაქსირებელი ხმის გაგონებაზე რომ გვეუფლება.

REGALIEN-ის არომატი DEM განწმენდის ცეკვას ჰგავს, მიწიდან რომ იღებს სათავეს და კანზე გვეფინება.


გამხსნელი ნოტები: თეთრი ჩაი, ბერგამოტი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), ვარდისფერი პილპილი

გულის ნოტები: მატე (ფოთლებისგან ექსტრაქცირებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული თამბაქოს, მცენარეული, თივის, კვამლის და მწვანე ჩაის სურნელით), მწვანე ჩაი, შებოლილი შავი ჩაი, ჯანჯაფილი

საბაზისო ნოტები: პაჩული, ამბრეტის ზეთი (ამბრეტი: ბუნებრივი მუშკი), თეთრი მუშკი 

Alcohol, Parfum, Aqua, Cinnamal, Citral, Citronellol, Coumarin, Eugenol, Geraniol, Limonene, Linalool.

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.