მთავარიშოპიBlooming Fragrances

DELINA LA ROSÉE

DELINA LA ROSÉE
DELINA LA ROSÉE

Eau de Parfum

Blooming Fragrances

Parfums de Marly-ს Delina La Rosée გამაგრილებელი აკორდების ვარდისა და ლოტოსის დახვეწილ ნოტებთან შერწყმით შექმნილი არომატია.

მოცულობა:

Not Chosen

1,090.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს Delina La Rosée, ამავე ბრენდის სუნამო Delina-ს ყნოსვითი ხელწერის მეტად ახალგაზრდული, ენერგიული ვერსიაა. არომატი წყლის გამჭვირვალე ყვავილების და პიონის ნოტებით ხასიათდება, მისი ოდნავ გამაგრილებელი ეფექტი კი კანთან შეხებისას ფაქიზ ნათებას გვანიჭებს.

Delina La Rosée-ს სურნელოვანი ნარატივი იტალიური ბერგამოტის ნათელი, ციტრუსოვანი ნოტით იხსნება და მდიდრულ, ნაზ, ხილისებრ ასპექტებს ავლენს, რომლებიც მალევე უთმობენ გზას მცენარეულ-ბალზამისებრ სურნელს.

გულის ნოტებში თურქული ვარდის ესენციის მდიდრული არომატი იკვეთება, საბაზისო ნოტებში კი გრძნობათა დამატყვევებელ ჰაიტის ვეტივერს ელეგანტურობას და ჰარმონიას მატებს ხისა და თეთრი მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) დახვეწილი აკომპანიმენტი.

გამხსნელი ნოტები: ლიჩი, მსხალი, ბერგამოტის ესენცია

გულის ნოტები: დამასკოს ვარდი, პიონი, წყლის გამჭვირვალე ყვავილები

საბაზისო ნოტები: ნაზი ხე, თეთრი მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), ვეტივერი

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულის და ზაფხულის დღეებში, დილით, ხასიათის გასაუმჯობესებლად

გამხსნელი ნოტები: ლიჩი, მსხალი, ბერგამოტის ესენცია

გულის ნოტები: დამასკოს ვარდი, პიონი, წყლის გამჭვირვალე ყვავილები

საბაზისო ნოტები: ნაზი ხე, თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, ვეტივერი

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულის და ზაფხულის დღეებში, დილით, ხასიათის გასაუმჯობესებლად

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Ethylhexyl Methoxycinnamate, Limonene, Ethylhexyl Salicylate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Linalool, Citral, Isoeugenol

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.