მთავარიშოპისუნამო

DELINA

DELINA
DELINA

Hair Mist

სუნამო

Parfums de Marly-ს არომატ Delina-ს თმის სუნამო მსუბუქი სტრუქტურის მქონე ნისლია, რომელიც, შეგიძლიათ, პირდაპირ თმაზე მიისხუროთ ან სავარცხელს აპკუროთ.

მოცულობა:

Not Chosen

248.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს არომატ Delina-ს თმის სუნამო მსუბუქი სტრუქტურის მქონე ნისლია, რომელიც, შეგიძლიათ, პირდაპირ თმაზე მიისხუროთ ან სავარცხელს აპკუროთ.

მისი პოეტური, ყვავილოვანი სურნელი, თქვენს გონებაში გამოყენებიდან დიდი ხნის განმავლობაში იტრიალებს.

ქალურობის თანამედროვე გაგების იდეალური დაგვირგვინება — ვარდის გული არომატის ბაზაზე ქაშმირის ხის (ქაშმერვუდი: ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) ესენციას ერწყმის და კრემოვანი სტრუქტურის თმის სურნელს ხავერდოვანი, მგრძნობიარე ასპექტით ამდიდრებს.

Delina-ს თმის ნისლი Parfums de Marly-ს ამავე დასახელების სუნამოს იდეალური თანმხლებია.

ლეგენდარული, დამაინტრიგებელი სურნელი ვარდის და ლიჩის ნოტებით.

Alcohol Denat., Aqua (Water), Parfum (Fragrance), Panthenol, Phytantriol, Limonene, Linalool, Pantolactone, Citral

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.