მთავარიშოპიBlooming Fragrances
DELINA EXCLUSIF
Parfum
Blooming Fragrances
Parfums de Marly-ს არომატი Delina Exclusif ვარდისა და საკმეველის დამატყვევებელი ნოტებით შეზავებული დახვეწილი ყვავილოვანი ელექსირია.
Not Chosen
Parfums de Marly-ს არომატი Delina Exclusif ამავე ბრენდის სუნამო Delina-ს ახლებური გააზრებაა, დამატყვევებელი, ყვავილოვანი ქმნილება.
დამაინტრიგებლად მოქმედებენ მსხლის, ლიჩის და გრეიფრუტის ხილისებრი გამხსნელი ნოტები. არომატის გულში, საკმეველსა და ვეტივერთან დაწყვილებული დამასკოს ვარდის თაიგული, საღამოს წვეულების სრულ მშვენებას გადმოსცემს.
სუნამოს დახვეწილ ბაზას ვანილი, მუშკი და ევერნილი (შიპრის სურნელოვანი კლასის მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ხავსის, მუხის ხავსის, მერქნის და ფენოლის (მწვანე) ნოტებით) ქმნიან.
Delina Exclusif უკიდურესად ძვირადღირებული პარფიუმერული ნედლეულის შემცველი ნათელი, ვნებიანი ხასიათის არომატია.
გამხსნელი ნოტები: მსხალი, ლიჩი, გრეიფრუტი
გულის ნოტები: დამასკოს ვარდი, საკმეველი, ვეტივერი
საბაზისო ნოტები: ვანილი, მუშკი, ევერნილი (შიპრის სურნელოვანი კლასის მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ხავსის, მუხის ხავსის, მერქნის და ფენოლის (მწვანე) ნოტებით)
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში, გამორჩეულ საღამოებზე
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Alpha-isomethyl Ionone, Limonene, Ethylhexyl Methoxycinnamate, Linalool, Coumarin, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Salicylate, Citronellol, Geraniol, Citral
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.