მთავარიშოპისუნამო

DELINA

DELINA

Body Oil

სუნამო

Delina-ს ზეთი კანის ტიპსა და სეზონთან მიმართებაში, ცვალებადი არომატული მოქმედებით გამოირჩევა

მოცულობა:

Not Chosen

328.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-მ საფირმო სუნამო Delina-ს თანმხლებად ტანის ზეთიც შემოგვთავაზა. მსუბუქი სტრუქტურის, უცხიმო ფორმულა ამკვრივებს კანს და ვარდის, პიონის, ლიჩის და გრეიფრუტის მდიდრული ნოტებით ამშვენებს, ვანილისა და მუშკის დახვეწილ საბაზისო ნოტებთან ერთად.

მგრძნობიარე, მრავალმხრივი სიტკბოება — Delina-ს ზეთი კანის ტიპსა და სეზონთან მიმართებაში, ცვალებადი არომატული მოქმედებით გამოირჩევა: მისი ორიგინალური ნოტები მუდმივად პროგრესირებს და სურნელის მაცდურ ძალას სხვადასხვა სახით ავლენს.

ლეგენდარული, დამაინტრიგებელი სურნელი ვარდის და ლიჩის ნოტებით.

Diisopropyl Adipate, Isopropyl Isostearate, Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil, Carthamus Tinctorius Seed Oil, Parfum (Fragrance), Corylus Avellana (Hazel) Seed Oil, Argania Spinosa Kernel Oil, Tocopherol, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Citral, Limonene, Linalool

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.